• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან” – ზვიად ცეცხლაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
13:06 08-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,224

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე წერილს აქვეყნებს და ევროკავშირის ელჩს მიმართავს:

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა.

თანამედროვე ევროპის ისტორია, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ქვაკუთხედს აერთიანებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არასდროს ყოფილა მხოლოდ დადებითი და სიკეთის მომტანი. შეცდომა ინდივიდის და შეცდომა სოციუმის, მრავალ წარმატებას თან სდევდა კეთროვანი მეგზურის სახით.

თავისუფლება ინდივიდის თუ თავისუფლება სოციუმის, არცთუ ისე მრავალკუთხოვან ტრადიციას ქმნის დასავლეთში. სწორედ ამგვარ ბრძოლებში, მრავალი ჩაგრულის ბრძოლის ისტორია აყალიბებდა დასავლური აზროვნების კულტურას.

თაობათა მძიმე და უსამართლო ბრძოლებს ეწირებოდნენ ერთეული ინდივიდები და ამავე ინდივიდების მიერ შექმნილი სოციალური წრეები, რომლებიც გაბატონებულ კლასებს ებრძოდნენ, მრავალი თავგანწირვის – ბრძოლის თავდადებული მაგალითებით,  რომელთაც სწამდათ, რომ თავისუფლების გარეშე ცხოვრებას თავისუფლების მოპოვების გზაზე სიკვდილი სჯობდა.

როდესაც კაცობრიობა პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, მისი დასასრული ზოგისთვის თავისუფლების საბოლოო გამარჯვებად იქნა აღქმული, რომლის დასასრულს თან ახლდა ევროპაში ახალი დემოკრატიების ჩასახვა და ძველი მონარქიების ნგრევა, მაგრამ მალევე აღმოცენდნენ ახალი სისტემები, რომლებმაც მთლიანად უგულებელყვეს მანამდე არსებული მონაპოვარი – ადამიანი.

ახალმა სისტემებმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წარმატებით მიითვისეს ადამიანის სასიცოცხლო ყველა ასპექტი. სოციალურ-ეკონომიკური და პირადი ცხოვრების მოსპობით მიღებულმა განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, მოიპოვა საყოველთაო მორჩილება. როცა ევროპელთა ერთი ნაწილი (მცირე) თავის ნუგეშს იყო მიცემული და ამგვარ მოვლენებს ერთი ინდივიდის ახირებებს აბრალებდა, მეორე ნაწილი მყარი და დამანგრეველი ძალის მქონე სოციუმს აყალიბებდა. მაშინ “ცივილურმა ევროპამ” კონტინენტური ევროპის ნაწილზე მძიმე კომფორმიზმით (მეტიც, თანამონაწილეობის გზით) გზა გაუხსნა ფაშიზმის აყვავებას, რომლის შემდგომი საფრთხეების არიდებაც არაერთი სიცოცხლის მოსპობის ფასად დაუჯდათ.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“. ეს გემი მძიმე და მძლავრ ზღვაზე არა დღეს, არამედ „აიეტისა და ფარტაძის“ დროსაც იდგა, მაგრამ ზღვა, რომელიც შორი იყო და გადაულახავი ჩანდა. დაახლოვდა, როდესაც ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.

პირველად კი ამ გემს შტორმიან ზღვაში საბა გაჰყვა, მაგრამ მაშინდელმა ევროპამ არ დაუშვა ჩვენი პატარა გემი თავის ნავსაყუდელში.

ევროპა – ეს იდეაა თავისუფლებისა.

ევროპამ მიაღწია მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ აღმასვლას, რითაც შეძლო „ადამიანის“ წინ წამოწევა, მაგრამ როცა ევროპაში დანტემ შექმნა „ღვთაებრივი კომედია“, ეს ევროპული იდეალები ჩვენთან უკვე გააზრებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ სახით.

როდესაც ევროპული იდეა დგას ისეთ საწყისებზე, როგორიცაა ათენის დემოკრატია, რომის სამართალი და ქრისტეს მორალი, რომლის ქვემდებარედ უნდა მივიჩნიოთ საქართველოსთვის ზურგის შექცევა?!

მთელმა კაცობრიობის ისტორიამ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია შექმნა, რომლის საფუძველიც დასავლური აზროვნების კულტურაა და ჩვენც ვართ ამ ცივილიზაციის თანაავტორები, თუნდაც იმით, რომ გვყავდა რუსთაველი, ვაჟა, ილია და დღეს ყოვლად დაუშვებელია ამ მემკვიდრეობით დავეშვათ ფსკერზე.

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი „საბჭოთა საქართველოში“ არის დაბადებული? ნუთუ ეს არ არის ერის ტრამვა?! განა რთულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად?!

ჩვენი აწმყო, როგორც წარსული, ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინებას.

ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს, მაგრამ ის „იზოლაციის“ პერსპექტივა რას გვიქადის, თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავრჩით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან.

ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან.

გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ  რჩება სიტყვები – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.

თეგები: ზვიად ცეცხლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved