ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ადამიანებს, რომლებიც მხედველობის სათვალეებს ატარებენ, რჩევას აძლევს.
ეს მეთოდი აბიტურიენტებსაც გამოადგებათ, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით აღჭურვილები უნდა ისხდნენ.
„ერთი ხრიკი მინდა ვთქვა: ეს შესაძლოა ბევრმა იცის, მაგრამ რადგანაც ახლა მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ.
თუ ჩვენ სათვალეს საპონს გავუსვამთ და ის გაშრება, ეს დაორთქვლისგან ასი პროცენტით იცავს უკვე სათვალეს.
ასე რომ, ეს ხერხი არსებობს და მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა აბიტურიენტებმა და იმ ადამიანებმა რომელთაც ეს პრობლემა უდგათ – საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აბსოლუტურად აღარ აქვს ორთქლი“
კომენტარები