• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაწინაურება დავიმსახურე, ხელის ანაბეჭდია იარაღზე ხან რჩება და ხან არა” – რურუას დამკავებელი დააწინაურეს

ალია ავტორი - ალია
15:28 06-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

უკავშირდება თუ არა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის დაწინაურება “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავებას. საკითხზე კომენტარი დღეს მურადაშვილმა სასამართლოს შენობასთან გააკეთა.

კახა მურადაშვილი იმ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო, რომელმაც გიორგი რურუას დაკავება მოახდინა.

“ჩემი დაწინაურება ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა და ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს რურუას დაკავებასთან არანაირ კავშირში არაა. არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ბევრი გაუხსნელი საქმე გაიხსნა ჩემი ხელმძღვანელობისას. შესაძლოა, ჩემმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მე დაწინაურება დავიმსახურე. ჩემი დაწინაურება რურუას საქმესთან არანაირ კავშირში არაა.”

რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღზე რურუას ბიოლოგიური მასალა ხელოვნურად გადაიტანის საკითხს, მურადაშვილმა ეს ფაქტი უარყო.

“ეს დაცვის პოზიციაა, მე პირადად ამას სიცრუეს და სისულელეს ვუწოდებ, რადგან იარაღიდან, რომელიც რურუას ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, არსებობს ბიოლოგიური მასალა, რომელიც რურუასგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშს შედარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იარაღზე არსებული კვალი რურუას ეკუთვნის. რაც შეხება იმას, რომ მასზე ხელის ანაბეჭდი და მეტალიზაცია არაა, ეს შესაძლოა, ზოგ ნივთზე დარჩეს და ზოგზე – არა, ეს არ არის იმპერატიული ხასიათის, რომ მასზე მაინც და მაინც უნდა არსებობდეს თითის ანაბეჭდი. რურუას მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და მასზე არსებული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნის რურუას. არანაირი კამერა გათიშული არ არის, ყველა კამერა იქნა ამოღებული, რაც კი იმ ადგილზე იყო და საქმეს ერთვის”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved