• რეკლამა
  • კონტაქტი
00:17, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი ჩვენი მხარდაჭერი წუხს – პირადად ვაგებ პასუხს” – ნიკა მელიას მიმართვა მხარდამჭერებს

ალია ავტორი - ალია
18:58 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩემ მიერ გახმოვანებული ენმ-ის გადაწყვეტილება თბილისის მაჟორიტარული ოლქების დათმობის თაობაზე, ზოგიერთისთვის მოულოდნელი იყო.

თბილისში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკურ კონტექსტში, ივანიშვილის ოცნების დასამარცხებლად უკიდურესად აუცილებელია ოპოზიციური ერთობა და ის, რომ ეს ერთობა, რაც შეიძლება მეტ პარტიას მოიცავდეს და სრულად ფარავდეს არსებულ ოპოზიციურ სპექტრს.

მერწმუნეთ, გაცილებით იოლია მაჟორიტარული ოლქები გადაინაწილო ევროპულ საქართველოსთან და ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად, ვიდრე კონსენსუს მიაღწიო ყველა პოლიტიკურ აქტორთან, მაგრამ თბილისში, სწორედ ამ ფართომასშტაბიან ერთობას შესწევს ძალა დაამარცხოს ოლიგარქი პირველივე ტურში.

ვინც ამ ერთობის აუცილებლობას ვერ ხედავს, ან საერთოდ ვერ ხედავს პოლიტიკურ პროცესებს დინამიკაში, ან უბრალოდ არ სურს დანახვა.

ოპოზიციური სპექტრისთვის 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობა ქმნის იმის შესაძლებლობას რომ დედაქალაქში სრულად იყოს წარმოდგენილი არსებული პოლიტიკური სპექტრის ინტერესები და მეორეს მხრივ, ამომრჩეველს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება.

ბევრი ჩვენი მხარდამჭერი, გულშემატკივარი წუხს იმაზე რომ თუ რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ენმ-ის, ან ენმ-ის ბლოკის წარმომადგენელი არ იქნება დასახელებული, ეს გამოიწვევს პარტიის ხმების დაკარგვას პროპორციულ არჩევნებში.

მინდა გავნმარტო, თუ შტაბი კარგად მუშაობს – არანაირად არაა პარტიული ხმები მიბმული მაჟორიტარულზე და პირიქით. გადავხედოთ წინა არჩევნების შედეგებს და დავრწმუნდებით. ბევრ მაჟორიტარს, პარტიაზე ნაკლები ხმა აქვს აღებული.

გარდა ამისა, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად პირადად ვაგებ პასუხს თბილისურ კამპანიაზე, ყველგან სადაც მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული იქნება, ან არ იქნება ჩვენი ბლოკის წარმომადგენელი.

გამარჯვებისთვის ხშირად მოულოდნელი ნაბიჯებია საჭირო და ყოველთვის – პასუხისმგებლობის აღება! თუ პოლიტიკოსს ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, სხვების ტყვეობაში კი არ უნდა იყო, პირიქით სხვები უნდა დაარწმუნო შენი პოზიციის სისწორეში.

არასოდეს მიბრძოლია ფრონტის მეორე, მესამე ხაზზე, არასოდეს ამოვფარებივარ აქტივისტებს და არც პასუხისმგებლობას გავქცევივარ და თუკი დღეს, ჩემ მიერ ერთობის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი არ მოსწონს ზოგს, არაუშავს, ცოტა გვიან მიხვდებიან რომ სწორად მოვიქეცით. ეს გვიან არც ისე გვიან იქნება – სულ რამოდენიმე თვეში.

ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved