• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, სამშაბათი, 19 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაღლილი” გამომძიებელი და “სასწაული”, რომლის ძალითაც ვიდეოს ტიტრები თავისით გამოესახა

ალია ავტორი - ალია
18:27 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,554

სინდისის 8 პატიმრის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. მთავარ გამომძიებელს კითხვებს უსვამს ვეფხია კასრაძის ადოკატი, არჩილ ჭავჭანიძე, რომელსაც აინტერესებს, რაში გამოიხატება ძალადობის ორგანიზება.

გამომძიებელი იწყებს იმ ვიდეოს შინაარსის მოყოლას, სადაც ბრალდების მტკიცებით, კაძელაშვილი და კასრაძე არიან გადაღებულები.

მოწმე გამომძიებელი: ვეფხია კასრაძე ვიდეოში ჩანს თანმხლებ ორ პირთან ერთად, ჩანს აქციის მონაწილეები, ეს არის აქციის მიმდინარეობა, სადაც იგეგმება, როგორ უნდა შეუქმნან პრობლემები პოლიტიკური თანამდებობის პირებს…მერე ამბობენ, რომ 200 კაცით უნდა დახვდნენ”…

ვეფხია კასრაძე: ქმედება სად არის ქმედება?

გამომძიებელი: იგეგმება

ამის შემდეგ არჩილ ჭავჭანიძემ მოწმეს წარუდგინა ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება და ჰკითხა, რომელ ეპიზოდში დგინდება კავშირი ბრალდებულებთან.

გამომძიებლის თქმით, ძალადობა მზადდება, ამბობს სიტყვებს „ჩავხოცოთ“ და გეგმას ასევე ამ ძალადობას, ასევე, ორგანიზებასაც უწევს”. ის ადასტურებს, რომ ვიდეოში კასრაძისა და კაძელაშვილის გარდა სხვა ბრალდებულები არ ჩანან.

კითხვაზე, რომელ რიცხვშია ვიდეო გადაღებული, გამომძიებელი პასუხობს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში.

ვიდეო ტელევიზიიდანაა ამოღებული, ამასთან ვიდეოს შინაარსიც აძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ 28-დან 3 დეკემბრამდეა გადაღებული,-ამბობს ის.

არჩილ ჭავჭანიძეს აინტერესებს, თუ შეუძლია გამომძიებელს დაასახელოს ვიდეოს გადაღების კონკრეტული დრო და რიცხვი.

გამომდინარე საუბრის შინაარსისა, ადგილისა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალ წლამდე უნდა დასრულდეს, გამომდინარე ეკიპირებიდან, რომელიც მათ აცვიათ, იმის გათვალისწინებით რომ სამში დააკავეს, ეს ვიდეო გადაღებულია რომელიმე ჩემს მიერ ჩამოთვლილ დღეს”, – ამბობს არსენ ხუნაშვილი.

ვიდეოს დათვალიერების ოქმში ნახსენებიან „მესამე პირი”. გამომძიებელი ადასტურებს, რომ მისი ვინაობა დაუდგენელია.

„შესაბამისი პირები ამუშავებდნენ ბაზებს, ჰქონდათ დავალება. ჰქონდათ კონტაქტებთან საუბარი და ვერ დადგინდა მესამე პირის ვინაობა”, – ამბობს ხუნაშვილი.

კითხვაზე, არის თუ არა ვიდეოზე რედაქტირების კვალი, გამომძიებელი პასუხობს, რედაქტირება-მონტაჟი ერთი და იგივეა.

ადვოკატი: ვიდეოზე არის თუ არა რედაქტირების კვალი

მოწმე: რედაქტირება და მონტაჟი ერთიდაიგივეა, ვინაიდან არ ყოფილა მსგავსი ეჭვი, გამოძიება არ დაწყებულა

ადვოკატი: აღნიშნულ ვიდეოზე როგორ გაჩნდა ტიტრები

მოწმე: არ ვიცი, რა სახით გაჩნია

ვეფხია კასრაძე: რას ქვია, არ იცით, ნუ გადამრიეთ

ადვოკატი: თუ მონტაჟის კვალი არ ყოფილა, როგორ გაჩნდა ვიდეოზე სუბტიტრები

მოწმე: არ ვიცი, საიდან გაჩნდა

შემდეგ ადვოკატი არკვევს, დანიშნა თუ არა გამომძიებელმა ვიდეოზე ფონოსკოპიური[ხმის] ექსპერტიზა, რომ დადგენილიყო ვიდეოში ნამდვილად ვეფხია კასრაძის ხმა არის თუ არა.

მოწმე: ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ძალიან ბევრი ექსპერტიზა არ მაქვს ჩატარებული, რაც შეეხება….დავიღალეე…

ადვოკატი ჭავჭანიძე: ესენიც დაიღალნენ 7 თვეა, რომ ციხეში არიან

გამომძიებელი: ხმაზე ექსპერტიზა ინიშნება მაშინ, როცა მოსაუბრის ხმა არ ისმის, როცა სახე კარგად ჩანდა, ამ დროს ფონოსკოპია არ ინიშნება, ინიშნება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, იგივე შეგიძლიათ მტკითხოთ 60-მდე ექსპერტიზის სახეობაზე

გამომძიებელი ამბობს, რომ სატელეფონო ანძების ჩანაწერების გამოთხოვამ აჩვენა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან სამი დეკემბრის ჩათვლით ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აქციაზე იმყოფებოდნენ.

ადვოკატს აინტერესებს, ამ ვიდეოს გარდა გამომძიებელმა მოიპოვა თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ორგანიზებაში ბრალდებულების კავშირი.

გამომძიებელი ამბობს, რომ სხვა ვიდეოებიცაა გამოთხოვილი, მაგრამ ამ საქმეზე ვეფხია კასრაძის ამსახველი არც ერთი არაა…

წყარო – ტვ პირველი

დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved