• რეკლამა
  • კონტაქტი
00:44, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სახლის კატად ქცევა, მოკრუხება და ღიპის დადება – საერთოდ გაუქმდეს ქორწინება!”

ალია ავტორი - ალია
17:58 06-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, წერს:

“ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არავის ქორწინებას არ თანავუგრძნობ. თუ ქონებრივი საკითხია, დაქორწინების ნაცვლად, ადექი და გინდა შპს შექმენი, გინდა კოლმეურნეობა და თავიდანვე გაინაწილე “დოვლათი”, მოკლედ რანაირი ტიპის ორგანიზაციაც გინდა შენი საშინაო მეურნეობისთვის. ქორწინება რომ გაუქმდეს, თან მიჰყვება მილიონი მანკიერება, – ათასნაირი ფორმის ანგარებით დაწყებული, ნეპოტიზმის მასშტაბით შემცირებული, ფემიციდ-ჰომიციდი, ყველაციდიც და ზემოდან კიდევ აშორდება ყველას სახლის კატად ქცევა, თავგადასავლების მაძიებელი სულის ჩაკვდომა, მოკრუხება და ღიპის დადება.

გაუქმდება გულისტკენები და გულისწასვლები, – მიღალატეს კივილი და თმების წეწვა. არავინ არავის არ ღალატობს, უბრალოდ არავინ არავის პლუშის სათამაშო და კომოდი არ არის. საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი. ხომ ვეგდეთ პლაცენტაში მარტოები და ხომ ჩაგვაგდებენ საფლავში მარტოებს, ხოდა “დასტოინად” რა…

მოვინდომეთ შერწყმა და გადაზელვა ერთმანეთის კუთვნილ ერთადერთ საცოდავ სიცოცხლეებში. სიყვარულს მხოლოდ მოუხდება თავისუფლება. მთავარია შვილების სრულწლოვანებამდე არსებობდეს იურიდიული შეთანხმება, ვინ რა მოვალეობას აიღებს თავის თავზე. არაფერი დანარჩენი ერთად ყოფნის სურვილს არ სჭირდება და ვემხრობი ინიციატივას, საერთოდ გაუქმდეს ქორწინება.

ხო, სახარებიდანაც გაიხსენეთ ქრისტეს იგავი, ფარისევლები რომ შეუჩნდებიან, ქალი, რომელიც რიგრიგობით იყო 7 ძმის ცოლი და შვილი არცერთთან ჰყოლია, “იქ” ვისი ცოლი იქნებაო. ქრისტე პასუხობს, – იქ ქორწინება არ არის.
მთლიანი იქნები “იქ” და ბარემ აქვე იყავი მთლიანი და თუ გინდა მთელი ცხოვრება გაატარე შენსავით მთლიანთან.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved