• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, ხუთშაბათი, 25 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც შეეხება 4 ოქტომბერს. სრულიად ცხადია ორი რამ… – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:35 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,193

კოალიცია ცვლილებებისთის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

მინდა გამოვეხმაურო იმ დავიდარაბას, რომელიც ოქტომბერთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში განვითარდა:
უპირველესად ვიტყვი, რომ ჩვენ, პარტია „ახალი“ უმთავრეს და უპირობო მიზნად მივიჩნევთ რეჟიმის დასასრულს, რის გარეშეც ვერც საქართველოს მომავალს ვხედავთ და ვერც საკუთარ ადგილს – რუსულ საქართველოში ვერ ვიქნებით ვერც პარლამენტის წევრები, ვერც საკრებულოს და ვერც რაიმე სხვა. ეს რომ გვდომოდა, პარლამენტში ყველაზე ფართოდ ვიყავით წარმოდგენილები და იქ ვისხდებოდით, მაგრამ მანდატებზე პირველებმა ვთქვით უარი. ეს რომ გვდომოდა, გარწმუნებთ, ადგილობრივ არჩევნებშიც ყველაზე წარმატებული ვიქნებოდით, მაგრამ მყისიერად და მკაფიოდ ვთქვით ამაზეც უარი. რაც არჩევნები არ არის, იმის არჩევნებად ვერ გავხდით ჩვენი თანამონაწილეობის მეშვეობით. ან სად უნდა მივიყვანოთ ჩვენი ამომრჩეველი თუ კომისიის წევრები? სადაც დაატერორებენ, სცემენ, უბნებიდან გამოყრიან, მორალურად გაანადგურებენ? და რისთვის? ცხადია, რომ ეს კი არა, უფრო მძიმე ბრძოლები გადაგვიტანია და კიდევ უფრო მძიმეს გადავიტანთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაც დავუმტკიცოთ და სამშობლოს ამით არაფერი ვარგოთ, მეტიც, შესაძლოა დავაზიანოთ კიდეც.
ახლა რაც შეეხება 4 ოქტომბერს. სრულიად ცხადია ორი რამ:
– ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში ვიდგებით იქ, სადაც ხალხია, სადაც საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან
– ბატონი პაატას და ხაბეს მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბუნებრივ დედლაინად ამ საკითხს ვერაფრით ვერ მივიჩნევ, რამეთუ დედლაინი ბოლო ვადას ნიშნავს და ნებისმიერი თარიღის ბოლოდ ვადად გამოცხადება, ბრძოლის დასასრულის თარიღის დაკიდებას ნიშნავს. ეს კატეგორიულად არასწორი მგონია, რადგან მაღალი ალბათობით, ბრძოლა ვერ იქნება ასეთი ხანმოკლე და ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს 4 ოქტომბრის შემდეგაც.
ღმერთმა ქნას, რომ 4-ში კი არა, ხვალ მორჩეს ყველაფერი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება: სამშობლოც გადარჩება და ჩემს ოჯახსაც ვნახავ. მეტი რაღა უნდა მინდოდეს? თუმცა (და აქ მესმის სხვა პოლიტიკოსების სიფრთხილეც და გამწვავებული პასუხისმგებლობის გრძნობაც, შესაძლოა, ზედმეტად ხისტად გამოხატული, მაგრამ მე სხვისი სიხისტე რა ნამუსით დავგმო?) ბრძოლის გაგრძელებისთვის მზაობა, რისი უპრეცედენტო მასშტაბი გამოავლინა ქართველმა ხალხმა, არ უნდა შეირყეს არც ერთი მილიმეტრით და არც ერთი წამით. ამიტომ, ჩვენს სიტყვებს და ქმედებებს ოდნავ მეტად უნდა გავუფრთხილეთ, ვიდრე სხვა ვითარებაში. არავის შენიშვნას არ ვაძლევ, თუმცა, განვმეორდები, ისიც მესმის, რომ პოლიტიკოსები განსაკუთრებულად გამოხატავენ ზემოთხსენებული გამძლეობის მნიშვნელობას და მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ფაქტზე, რასაც გამძლეობისა და გრძელ დისტანციაზე შეუდრეკლად სვლის საფრთხედ ჩათვლიან.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დრამატული შეცდომის უფლება წართმეული გვაქვს, ისევე როგორც ქვეყანა. ქვეყანას რომ დავიბრუნებთ, მერეღა შევძლებთ იმის თქმას, რომ „Errare Humanum est“. ახლა უშეცდომოდ უნდა ვიაროთ. არჩევნებში მონაწილეობა სამწუხაროდ მძიმე შეცდომაა. მაგრამ ამაზე უარესი შეცდომების ალბათობაც ხომ არსებობს? ცხადია, კი. რვიანს ამის უფლება არ აქვს, რამეთუ პოლიტიკური თვალსაზრისით ის შეიძლება ბოლო ბასტიონი აღმოჩნდეს, რომელსაც ხალხი გამოიყენებს თავისი პროტესტის ფორმალიზაციისათვის, უცხოეთში ურთიერთობისათვის (ხალხის სახელით), მოქმედების კოორდინაციისათვის და ა.შ.
ბრძოლის თარიღის დაკიდება საერთოდ არ არის პრობლემა, ხოლო ბრძოლის დასრულების თარიღის (თუნდაც გამარჯვების თარიღის სახით) გამოცხადება სწორი არ მგონია.
საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე. ეს ჩემი პირველი პატიმრობა არ არის (მეოთხეა) და ამ ხნის განმავლობაში კარგად ვისწავლე, რომ ციხის საკნიდან მზა რეცეპტების წერა არაა მაინცა და მაინც პასუხისმგებლიანი საქციელი. პოლიტიკა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, კონტექსტის შეგრძნების ხელოვნებაცაა, კონტექსტს კი „კანით შეგრძნება“ სჭირდება. ამიტომაც, სრულად ვენდობი ჩემი პარტიის წევრებს და სხვა ჩემთვის სანდო პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, ჩვენი კოალიციიდან) და გადაწყვეტილების მიღებას სრულად ვანდობ.
ბრძოლა ადგილზე მიმდინარეობს, ეს უნდა გვახსოვდეს. პატიმარმა შეიძლება ურჩიოს გარეთ მყოფებს, აზრი გამოთქვას მისთვის დასმულ შეკითხვაზე, მაგრამ ამის იქით წასვლა არცთუ პასუხისმგებლიანი და არცთუ რაციონალური ამბავი მგონია. პატიმრის ბრძოლა ციხის საკანში ყოფნა და სიმტკიცეა, ჩემი თვალთახედვით, რის მაგალითსაც ჩვენი სინდისის პატიმარი ბიჭები, შესანიშნავი მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი გვაძლევენ.
და ბოლოს, მთავარი ის არის, რომ სასწორზე სამშობლოს ყოფნა-არყოფნა დევს და ნებისმიერი შეცდომა თუ მიღწევა სწორედ ამ სასწორზე ბალანსის შეცვლას გამოიწვევს. ჯობია, შენიშვნებში ვიყოთ შემცდარები (გინდა შინაარსით, გინდა ტონით), ვიდრე საყოველთაო მოწონებით კმაყოფილები.
ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ!
ოლიგარქიია უნდა დაემხოს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს – ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან
ახალი ამბები

თიბისი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს – ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან

16:55 09-24-2025
ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის – თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია
ახალი ამბები

ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის – თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია

14:56 09-24-2025
უფასო თიბისი ბარათი- სარგებელი ხარჯის გარეშე
ახალი ამბები

უფასო თიბისი ბარათი- სარგებელი ხარჯის გარეშე

14:36 09-24-2025
თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

15:07 09-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved