ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ საღამოს გახდა.
საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა.
როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატი „ტვ პირველთან“ აცხადებს, შემაკავებელი ორდერები ბასილაშვილებმა გაასაჩივრეს.
„შემაკავებელი ორდერები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილებმა. ეს პროცესი მიმდინარეობდა გუშინ 9 საათის განმავლობაში უწყვეტად. განვიხილეთ ყველა დეტალი.
მტკიცებულებები გამოიკვლია მოსამართლემ და დარწმუნდა, რომ მოხდა ძალადობა ოჯახში ნელი დოროყაშვილის მიმართ“-
სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა!
კომენტარები