• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

ალია ავტორი - ალია
15:42 07-31-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
615

გონართროზი მუხლის სახსრის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც
მუხლის სახსარში ხრტილის განლევით ხასიათდება.
რა სიმპტომები აქვს გონართროზს, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა,
ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს, „ალიას“ ამ კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ორთოპედ –
ტრავმატოლოგი გიორგი ჯგუშია პასუხობს.

– რა არის გონართროზი და რა იწვევს მას?

– გონართროზი მუხლის სახსრის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იწვევს სასახსრე ხრტილის დაზიანებებს, ოსტეოფიტების წარმოქმნას და სახსრის ფუნქციის დარღვევას.

გონართროზი არსებობს 2 სახის, პირველადი (იდიოპათიური) და მეორადი:

  • პირველადის განვითარებას იწვევს ასაკის მატებასთან დაკავშირებული მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული ცვლილებები.
  • მეორადი გონართროზი ვითარდება სხვა დაავადებების ან ტრავმის ფონზე, მაგალითად, რევმატოლოგიური დაავადებები, ქვედა კიდურის ღერძის დეფორმაციები, გენეტიკური დაავადებები, მედიკამენტებით ინდუცირებული ოსტეონეკროზი.

– რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება?

– დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი მუხლის სახსარში მოძრაობისა და დატვირთვის შემდეგ, სახსრის შეშუპება და დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა – რომელიც პროგრესირებს დროთა განმავლობაში.
გონართროზის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური გასინჯვით, რენტგენოლოგიური კვლევით, საჭიროების შემთხვევაში მრტ და კტ კვლევებით. კვლევის შერჩევა ხდება ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ დაავადების სხვადასხვა ეტაპების გათვალისწინებით.

– ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

– გამომდინარე იქედან, რომ სასახსრე ზედაპირებზე მომატებული პათოლოგიური ზეწოლა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაციული ცვლილებები იწვევს გონართროზის განვითარებას, შესაბამისად რისკ ჯგუფს წარმოადგენენ:
პაციენტები 50 წელს ზემოთ, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, უფრო მეტად ქალბატონები; ასევე რის ჯგუფში არიან, პაციენტები რომლებსაც პროფესიიდან გამომდინარე აქვთ ფიზიკურად მძიმე და აქტიური დღის წესრიგი. ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს გონართროზის განვითარებაზე. მაგალითად, მშენებლობასა და სხვადასხვა მეურნეობაში მუშაობისას მუხლზე ზეწოლა იზრდება, ეს რისკია მუხლის ხშირი მიკროტრავმებისთვის, რაც თავის მხრივ გონართროზის განვითარების მაპროვიცირებელია.
რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ასევე პაციენტები რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ მუხლის სახსრის დაზიანებები (მაგ. სახსარშიდა მოტეხილობები, მუხლის სახსარშიდა და სახსარგარეთა ქსოვილების დაზიანებები).
ცალკე გამოვყოფ გენეტიკას, თუ არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, უფრო მეტად სჯობს ვიფიქროთ პრევენციაზე და სიმპტომების შემთხვევაში, გადაუდებლად მივმართოთ სპეციალისტს.

– რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება?

– იმ შემთხვევაში, როდესაც კონსერვატული თერაპია ვერ იძლევა დადებით შედეგს, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა – მუხლის სახსრის ენდოპროტეზირება. ენდოპროთეზირების და ენდოპროთეზის ბევრი სახე არსებობს, შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, დაავადების ხასიათის და განვითარების მიხედვით.

– რეაბილიტაცია რთულია?

– პოსტოპერაციული რეაბილიტაცია იწყება ოპერაციიდან მეორე დღეს, პაციენტი იწყებს გადაადგილებას ყავარჯნების ან ორთოპედიული ჩარჩოს დახმარებით რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. პოსტოპერაციულად საჭიროებს მუხლის სახსრის მექანოთერაპიას, ვარჯიშებს და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობას.

– კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსში” გონართროზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებობს მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი, რომლებიც რა თქმა უნდა შეირჩევა ინდივიდუალურად.
კლინიკას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებასა და გონართროზის მართვის, აქვს გამართული, მაღალტენოლოგიური სამედიცინო–ტექნიკური ბაზა და არაერთი პროფესიონალია ამ გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც, პაციენტებს აქვთ ნდობა კლინიკის და მისი ორთოპედიული გუნდის მიმართ.

– პრევენციისთვის რა შეგიძლიათ გვირჩიოთ?

– მიზანშეწონილია დაბალანსებული და და ჯანსაღი დიეტის დაცვა, ამ გზით შენარჩუნებული იქნება სხეულის ჯანსაღი წონა და არ მოხდება მუხლის სახსრის ზედმეტი დატვირთვა, შესაბამისად შემცირდება ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაციული პროცესები. მნიშვნელოვანია მუხლის სახსრის თავისუფალი მოძრაობა ნაკლები ღერძული დატვირთვით (სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, ველოტრენაჟორი).

გისურვებთ ჯანმრთელობას

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved