• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხათუნამ შვილები მარჩია… როგორც სპორტსმენი ვაგროვებდი ქონებას”– ლუკა კურტანიძის სიტყვა სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
19:49 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,726

ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოფილი მოჭიდავის. ლუკა კურტანიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

ამ წუთებში სხდომაზე ბრალდებული სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

დავიბადე აფხაზეთში და აფხაზეთის ტრაგედიის მონაწილე ვარ, მაშინ არ მიმიტოვებია საქართველო, როცა მთელ ქვეყანას შიოდა და სხვა ქვეყნები მილიონებს მთავაზობდნენ, მე მესმის სიმძიმე თქვენი, როგორც პროკურორის, მაგრამ ქალბატონი ხათუნა, რომელიც 2012 წელს გავიცანი, ცხოვრობდა ნაქირავებში, ორ პატარა მცირეწლოვანთან ერთად. იმის გამო რომ მათ არ ეგრძნოთ რომ მის შვილებს თავი დაჩაგრულად, 183 კვადრატი ბინა გადავეცი ჭავჭავაძეზე საჩუქრად, ავტოფარეხთან ერთად. მას მივეცი არამარტო სახლი, კარი,  არამედ სხვა რამეები, ვაჩუქე 200 კვადრატი პეტრეს ციხესთან, შემდეგ ხელი ჩავკიდე და მთელი მსოფლიო შემოვატარე. როდესაც მე პარლამენტის წევრი გავხდი, სრულად ვენდე და ყველაფერი გადავუფორმე. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ გრძნობით რასაც ოჯახი ჰქვია და მე ვაკეთებდი ისეთ რამეს რასაც 100 დან 99 პროცენტი მამაკაცი არ გააკეთებს. ეს არის ფაქტები. წლებია შემდეგ მე მეგონა ბედნიერი ვიყავი, მაგრამ 2019 წელს, როცა ქონებები თავისთვის მიითვისა და მე მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვე,  და ამას ვზეიმობდი, და დავტოვე სახლში,  მინდოდა ჩუქება გამეკეთებინა ბინისთვის, მაგრამ ხათუნამ თქვა რომ ნასყიდობა გაგვეფორმებინა.  2019 წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ ის წავიდა და არჩევანი გააკეთა შვილებზე. ბევრი მცდელობის და თხოვნის მიუხედავად უარი იყო. მერე, 23 ოქტომბერს, 2019 წელს, მანქანით შევხვდი და ახსნა ვთხოვე. გამოიძახა პატრული და თქვა, რომ ფსიქოლოგიურად ვძალადობდი მასზე. ამის მერე მერე შემაკავებელი გამომიწერეს, იარაღიც ჩამომართვეს და სამსახურიც დავკარგე.

მე როგორც სპორტსმენი ვაგროვებდი ქონებას, ბორჯომში, ქობულეთში, თბილისში და მის შემდეგ, 2021 წელს, მისი ინიციატივით, მითხრა, რომ თუ გინდა ისევ ერთად ვიყოთ, თანამესაკუთრე გამხადე და მერე მოვაწერ ხელს როგორც მეუღლე.

როგორც კი ხელი მოვაწერეთ და თანამესაკუთრე გავხადე სამივე ლოკაციაზე, იმ დღესვე მითხრა, რომ მიდიოდა და დრო მთხოვა. ამის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიოდა. გავიდა ნახევარი წელი და მივედი ჩემს ნაჩუქარ ბინაში, კამერები იყო დაყენებული და დამირეკა და მითხრა, რომ წავსულიყავი თორემ პოლიციას გამოუძახებდა. ვუთხარი, რაც ვილაპარაკეთ იმაზე ვარ მოსულიო,
გავერიდე, მაგრამ მას განცხადება მაინც დაეწერა და გამომიწერეს ასე მეორე შემაკავებელი.

დაბადებიდან ვემსახურები საქართველოს, მე საქართველოს დროშას რომ ვწევდი, ყველა ფეხზე მიდგებოდა, უნდოდა თუ არა ეს რომელიმე ჯგუფს, დღეს რომ პროკურატურა და სასამართლო თავისუფალი ყოფილიყო, იმ რეჟიმს ვებრძოდი საკუთარი სიცოცხლის ფასად. მე კი არა, ნაპოლეონი იჯდა ციხეში და მე რო ვიყო ეგ არაფერია, მაგრამ მე არსად გაქცევას არ ვაპირებ.

მე სახლი გადავაფორმე სოფიო მეფარიშვილზე, ჩემი წილი, რომელიც არის ჩემი საცოლე.
ამ სახლში ხათუნა ამტვრევდა საკეტებს, აფუჭებდა. თან გამიჯნული არაა, მისი რომელია და ჩემი რომელია, ეს ყველაფერი ჩემი შრომითაა გაკეთებული და მთელმა ქობულეთმა იცის ამას როგორ ვაკეთებდი. სპორტსკოლას ვაშენებდი და ავაშენე.  ეს ჩემი ოცნების სახლი იყო და სადაო გახადა ამ ადამიანმა.  როდესაც მივედი, დამხვდა სახლი დაზიანებული და გამოვიძახე სოფიოსთან ერთად პოლიცია. მოვიდნენ, დააფიქსირეს, ამოიღეს და ექპერტიზა ჩაატარეს და შემდგე ოქმიც შედგა. მე და სოფიოც დავიკითხეთ და ვთხოვე, რომ დაცული ვყოფილიყავი ამ პროვოკაცისიგან. რისთვის უნდა დამსაჯოთ, რომ ადამიანს მივენდე?

ლუკა კურტანიძის სიტყვას პროცესზე ტვ პირველი აქვეყნებს.

ცნობილია, რომ ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი სასამართლოს კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved