• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართუ ბანკი” TV პირველს უჩივის – რატომ აღარ სურს ბანკს ივანიშვილის სახელთან ასოცირება?

ალია ავტორი - ალია
13:35 07-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,404

“ქართუ ბანკი” “ტვ პირველის” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს –  ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ტელეკომპანიას “ქართუ ბანკის” ივანიშვილის ან “ოლიგარქის ბანკად” მოხსენიება.

სასარჩელო მოთხოვნაში ბანკი ირწმუნება, მათ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

  • ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ევროპის სახალხო პარტიამ“  საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც  EPP ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, დაწესდეს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ და გაიყინოს მათი აქტივები ევროკავშირში.
  • გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია „ბანკი ქართუს“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გასათიშად ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდებაზე.

აღნიშნული რეზოლუცია და მასთან ერთად სხვა პარტნიორების განცხადებები “პირველებმა” გააშუქა, რასაც, როგორც ჩანს, ბანკი “ქართუს” და “ოცნების” დამფუძნებლის უკმაყოფილება მოჰყვა.

კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ივანიშვილს ახლა სანქცირების ეშინია, რადგან თუკი ის დასანქცირდება, ავტომატურად მის ყველა საკუთრებასაც პრობლემა შეექმნება.

ირაკლი აბესაძე ყურადღებას სარჩელში არსებულ კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს. მისი თქმით, ნათელი ხდება, რომ “ქართუ ბანკი” ივანიშვილის სახელთან ასოცირებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. ექსპერტი ამბობს, რომ ახლა თავად ივანიშვილი უნდა უჩიოდეს “ქართუ ბანკს” ამგვარი დამოკიდებულებისთვის.

სარჩელი არის ძალიან უცნაური. უცნაური იმიტომ, რომ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ცილისწამებად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება. ანუ “ქართუ ბანკი” თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკი, ეს სიტყვები სახელს უტეხს და რეპუტაციას ულახავს “ქართუ ბანკს” და თავისთავად, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რატომ შეიძლება, ბანკი თვლიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათი კავშირი მათთის შეურაცხმყოფელი, რეპუტაციის შემბღალავი და სახელის გამტეხია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, ცხადია, რომ ისინი ცდილობენ, მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით სცადონ  გამიჯვნა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ივანიშვილის სახელს, მაღალი ალბათობით, უკვე უკავშირდება ძალიან სერიოზული სანქციები. გამიჯვნის პარალელურად, ისინი ივანიშვილის სახელს შეურაცხმყოფელის სტატუსს ანიჭებენ, რაც, ალბათ, ივანიშვილისთვის, ერთის მხრივ, საწყენი და მართა სახელის გამტეხი უნდა იყოს, ამიტომ ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მაგრამ ახლა ივანიშვილი უნდა უჩიოდეს თავის ბანკს, რომ შეურაცხოფად გამოაცხადეს ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, – ამბობს ირაკლი აბესაძე. 

ფაქტს ოპოზიციაში “ღიმილისმომგვრელად” აფასებენ. “ძლიერი საქართველოს” წევრის, საბა ბუაძის თქმით, ყველასთვის ისედაც ცნობილია, რომ “ქართუ ბანკი” სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ივანიშვილის საკუთრებაშია.

სახელი “ქართუ” ამ 30 წლის განმავლობაში გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის სინონიმად და ღიმილის მომგვრელია ახლა ის, რომ “ქართუ ჯგუფი”, “ქართუ ბანკი” და ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურებიც ცდლობენ, რომ გააჩუმონ ტელევიზიები, მათ შორის ტვ პირველი იმის თქმის გამო, რომ არის დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენ ასე ვიცით. მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ასე იცის, რომ “ქართუ ბანკი” თუ არა სრულად, ნაწილობრივ მაინც არის ივანიშვილის და ივანიშვილთან დაკავშირებული სტრუქტურების, – ამბობს საბა ბუაძე. 

აღსანიშნავია, რომ “ქართუ ბანკის” ოფიციალური ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ მისი მთავარი მესაკუთრე სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved