• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გარდამტეხი ეტაპი შიდსის წინააღმდეგ – ინიექცია, რომელიც აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
20:13 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ციფრული ჯანმრთელობისა და ინოვაციების დეპარტამენტის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
ეს შეიძლება იქცეს გარდამტეხ ეტაპად გლობალურ ბრძოლაში შიდსის წინააღმდეგ. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ამ დღეებში რეკომენდაცია გასცა პრეპარატ ლენაკაპავირის ავტორიზებაზე — ინიექცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ კეთდება და აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას აივ-ის გადაცემის პრევენციაში. კომპანია Gilead Sciences-ის მიერ წარმოებული და გაყიდვაში სახელწოდება Yeytuo_თი ცნობილი, ლენაკაპავირი სთავაზობს ყველაზე ხანგრძლივ დაცვას ამ ეტაპზე არსებულ შიდსის პრეპარატებს შორის — მხოლოდ ერთი ინიექცია ყოველ ექვს თვეში. ადამიანებისთვის, რომლებიც აწყდებიან სტიგმას, შეზღუდულ წვდომას ჯანდაცვაზე ან გადატვირთულ სისტემებს, ეს ინოვაცია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს.
მეცნიერული მტკიცებულებები დამაჯერებელია: კლინიკურმა ცდებმა აჩვენა თითქმის 100%-იანი ეფექტიანობა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი ივნისში, ხოლო ჯანმომ (WHO) ის რეკომენდაციაში შეიტანა როგორც დამატებითი ალტერნატივა აივ-ის რისკის მქონე ადამიანებისთვის. გზავნილი მარტივია — ნაკლები დოზა, ნაკლები ვიზიტი კლინიკაში და უფრო მეტი დაცვა.
მაგრამ დღეს მთავარი კითხვა არ არის — შეგვიძლია თუ არა აივ-ის პრევენცია; არამედ — ექნება თუ არა ყველას ამ პრეპარატის მიღების საშუალება
კრიტიკოსები სულ უფრო მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ლენაკაპავირი შესაძლოა ვერ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ Gilead-მა მისცა ლიცენზია გენერიკული ვერსიის წარმოებაზე 120 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანას, ლათინური ამერიკის თითქმის სრული გამორიცხვა — რეგიონი, სადაც აივ-ის გავრცელება ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, მაგრამ მზარდია — დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ეს უბრალოდ დაკარგული შანსი კი არ არის — ეს არის მიმდინარე პოლიტიკის მარცხი.
მხოლოდ გასულ წელს ამ რეგიონში შიდსს ემსხვერპლა 630,000 ადამიანი. დღეს მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აივ-ით. მწარე რეალობა ასეთია: გარდამტეხი მედიკამენტი არაფერს ნიშნავს, თუ მას გეოგრაფიული ან ეკონომიკური ბარიერები აკრავს.
ლენაკაპავირს შეუძლია დაასრულოს აივ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხე. მეცნიერებამ უკვე თავისი გააკეთა. ახლა პასუხიმგებლობა ეკისრება პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved