• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის ეძებს ოხანაშვილის სუსი გამალებით? – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:11 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,338

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ტოტალიტარიზმის და ტირანიის ლოგიკიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია რატომ გრძელდება ამდენი ხანი პროტესტის მონაწილე პოლიტპატიმართა სასამართლო პროცესები. დიქტატორული რეჟიმებს ასეთ დროს, როგორც წესი სწრაფად და უმოკლეს ხანში გამოაქვთ განაჩენი, რადგან როდესაც არც ნორმალური მტკიცებულებები გაგაჩნია და მხოლოდ სინდისგარეცხილ ცრუმოწმეებს ეყრდნობი, როდესაც პროკურორიც და მოსამართლეც ხელისუფლების მასხარებად ჩანან და ბრალდებულთა მორალური უპირატესობა უკანასკნელი იდიოტისთვისაც კი თვალსაჩინოა, გაჭიანურებული პროცესი მხოლოდ ხელისუფლების პრესტიჟს აზიანებს და მისი მომხრეების უკმაყოფილებასაც კი იწვევს. არ მითხრათ ახლა, პროცედურულად არ გამოდის სხვანაირადო. ყველამ ვიცით რა სასამართლო სისტემაც გვაქვს და ისიც ვიცით, რომ როგორც ბატონ ბიძინას უნდა, პროცედურულადაც ისე გამოვა.
ეს კი ასეა, მაგრამ აქ ერთვება, თუ შეიძლება ასე ითქვას, სუბიექტური ფაქტორი.
კერძოდ, არსებობს ცნობილი რუსული სენეტენცია, რომ ყველა საკუთარი გარყვნილების მიხედვით ფიქრობს (каждый думает в меру своей испорченности). ამ კუთხით თუ შევხედავთ, ქართული ოცნების მთელი ხელძღვანელი ვერტიკალისთვის ბრალდებულის სკამზე ჯდომა უკვე თავისთავად არის ისეთი დამცირება და მარცხი, რომ ამის პერმანენტულმა დემონსტრირებამ მათი აზრით ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება უნდა გატეხოს და უიმედობაში გადააგდოს. თვითონ ხომ ზუსტად ასე დაემართებოდათ: შეშინდებოდნენ, უკან დაიხევდნენ, შეეცდებოდნენ გამომძვრალიყვნენ და პატიმრობისთვის თავი დაეღწიათ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: კობახიძე, მდინარაძე, პაპუაშვილი ან თუნდაც თავად ივანიშვილი საბრალდებო სკამზე აპროტესტებენ დიფსთეითის პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მათ მიმართ და ამ დროს დარბაზს გარეთ ქოცობა ღელავს და ისმის შეძახილები: “თავისუფლება ომის პარტიის რეჟიმის ტყვეებს!” წარმოიდგინეთ? ვერც მე.
ამიტომაც ეგონათ ხელისუფლებაში, რომ სასამართლო პროცესების გაჭიანურება წინააღმდეგობას და პროტესტს ჩაახშობდა და დათრგუნავდა, რასაც მერე პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებდა. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, დღემდე არ ესმით რატომ არ ხდება ასე, მაგრამ რახან ფაქტის წინაშე დადგნენ, იძულებული არიან რაღაცნაირად ახსნან ეს და საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, მათ უბრალოდ შეუძლებელია სხვა ახსნა ჰქონდეთ გარდა იმისა, რომ ყველაფერი შესაბამისი დაფინანასების შედეგია. დიდი ეჭვი მაქვს, ოხანაშვილის სუსი დღემდე გამალებით ეძებს დიფსთეითელ სპონსორებს, რომლებიც დიდძალ ფულს იხდიან პოლიტპატიმრების და მათი გულშემატკივრების გაუტეხელობაში. მართალია, ამ არარსებულ სპონსორებს ვერ პოულობენ, მაგრამ ეს მხოლოდ იმის მტკიცებულებაა მათთვის, რომ დიფსთეითის შენიღბვის ხარისხი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე აქამდე ეგონათ.
რა შეიძლება ამას ეშველოს? ჩემი მოკრძალებული აზრით, სანამ ეს ხელისუფლება გვყავს, არც არაფერი. ამდენი ხანია ეს ხალხი ხელისუფლებაშია და მათი საქმიანობიდან გამომდინარე, დღეს უკანასკნელი გონებაჩლუნგისთვისაც კი ცხადზე უცხადესი უნდა იყოს: ესენი ვერასდროს მიხვდებიან იმას, რომ ადამიანს ცხოვრებაში შეიძლება რამე სხვა მოტივაცია ჰქონდეს ძალაუფლების მოპოვებისა და ფულის შოვნის გარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved