• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დაიწყება „აპოკალიფსი“ „ოცნების“ რიგებში ივნისის ბოლოს?

ალია ავტორი - ალია
20:54 06-08-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ადრეც დავწერეთ, რომ პანდემიის დროს თანამდებობიდან გაშვებულ რამდენიმე მერს, საგანგებო მდგომარეობის გასვლის შემდეგ, კიდევ არაერთი მიემატებოდა. ჰოდა, როგორც ახლა გვეუბნებიან, მაქსიმუმ 10 ივნისამდე, კიდევ 2-3 თვითმმართველობის პირველი პირი დატოვებს თანამდებობას საკუთარი სურვილით. წინასაარჩევნოდ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებები იმისთვისაა, რომ კონკრეტულ ადგილებზე არაფერი კეთდება და რაც მთავარია, ოპოზიცია ძლიერდება და მერები არანაირ ზომებს არ იღებენ. ესეც არ იყოს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაჭირვებული ოჯახებისთვის პანდემიის დროს დარიგებული პროდუქტების ოდენობა შესაბამისი არ იყო, ვიღაცამ რაღაც იმაიმუნა და გარდა იმისა, რომ რაღაცები დააკლო, ამანათები არასწორად გადაანაწილა. სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მუნიციპალიტეტებიდან იმ ადამიანების სიები გამოითხოვეს, ვისაც ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარა. როგორც გვეუბნებიან, სიებში „შემთხვევით“ სოფლებიც კი არის გამორჩენილი, ანუ თურმე საქართველოში არსებობს სოფლები, სადაც არცერთი პენსიონერი და არცერთი გაჭირვებული არ ცხოვრობს.


თუმცა, მხოლოდ ეს არ გახლავთ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების შერისხვის მიზეზი. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შეჩერებულია, ნაწილი ჩავარდა და ჩავარდა იმ მიზეზით, რომ ტენდერებში არასათანადო თანხები იყო გაწერილი და მასში მონაწილეობის მსურველი უბრალოდ არ გამოჩნდა. ინტერესთა კონფლიქტის გამო, პანდემიის დროს, კარანტინში გადაიყვანეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში სამუშაოების მწარმოებელი ფირმის პირველი პირები და ამით ორი კვირით შეაფერხეს მუშაობა. შედეგად, ადგილობრივ გარჩევებს პროექტები შეეწირა და როგორც აღვნიშნეთ, 10 ივნისამდე, ამ პირებს პასუხისგება მოუწევთ.


მთავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის მაინც კრიმინალია. კომენდანტის საათის დროს, კრიმინოგენული ვითარება საკმარისზე მეტად დასტაბილურდა. ძალოვნები არ მალავენ, რომ დანაშაულების რიცხვმა არარეალურად დიდი კლება განიცადა და ზოგიერთი დანაშაულის სტატისტიკა განულდა კიდეც, თუმცა, სწორედ კომენდანტის საათისა და საგანგებო ვითარების დროს, საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან კონტრაბანდული პროდუქტის გარდა, კრიმინალებიც გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ახლა, რომ გითხრათ, ეს კრიმინალები პოლიტიკური თანამდებობის პირებს ხვდებოდნენ თქო, მაინც უარყოფთ და ბარემ იმასაც გეტყვით, რომ შეხვედრები პარტიულ ლიდერებთანაც ჰქონდათ. ჰო, პარტიულ ლიდერებთან და თან ისეთ ლიდერებთან, პრაქტიკულად ყოველდღიურად რომ ჩანან ტელევიზიით.

იმედია, სამართალდამცავები გაარკვევენ, როგორ მოხვდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სამუშაოების მწარმოებელი ფირმების ხელმძღვანელები მოულოდნელად 14-დღიან კარანტინში, იმასაც, რატომ შეხვდათ პროდუქტების კალათა ზოგიერთ ოჯახს სამჯერ და ზოგიერთს არც ერთხელ… ახლა კი ტრანსპორტზე გეტყვით.


მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასის დაჭერას ჯერჯერობით ახერხებენ, მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, ფასის სხვაობა რომ იქნება, უკვე ყველა ღიად საუბრობს. მაგალითად, ბათუმიდან თბილისში მომავალ 20-კაციან სამარშრუტო ტაქსს მხოლოდ 10 კაცის გადმოყვანის უფლება რომ ექნება, როგორ გგონიათ, დანაკლისს საიდან აინაზღაურებს? არა, კი მიდის საუბარი სუბსიდირებაზე, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი ბატონებო, იმიტომ, რომ შეუძლებელია ათასობით სამარშრუტო ტაქსის სუბსიდირება, მინიმუმ მილიონი დაჯდება დღეში და თვეში 30 მილიონის სუბსიდია კიდევ რბილად რომ ვთქვათ, სულელურად ჟღერს. წაგებაზე მძღოლები ნამდვილად არ იმუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოხი მგზავრებზე უნდა გადატყდეს და იმ პირობებში, როცა დაპირებული 200 ლარიანი დახმარება, სამასლარიანი ერთჯერადი დახმარება და კიდევ ბევრი რამ მასობრივად არ ჩანს და გინდაც ჩანდეს, არავის ავიწყდება, რომ შინ ჩაკეტილ ხალხს, ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდათ, ერთი თეთრი არ მისცა სახელმწიფომ,  მგზავრობის გაძვირება ხელისუფლების იმიჯს ძალიან დაარტყამს. ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილებზე უკვე ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და ნურც იმას გაიკვირვებთ, რომ რამდენიმე ათეულ მუნიციპალიტეტში, საკვანძო სამგზავრო ხაზი სწორედ ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელშია, რამეთუ ეს წინა ხელისუფლების პირობებში „დაითრიეს“ და შეინარჩუნეს კიდეც. ეს იქნება ხელისუფლების იმიჯზე ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა და მის გაღვივებას 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზე შეეცდება ოპოზიცია.


ტაიმ-აუტი აქვს აღებული სახელისუფლებო გუნდს. ანუ, შიდა ბრძოლები მიწყნარდა და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დაზუსტებით ვერავინ ამბობს, მიიღებენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაქსიმალური ვადა 29 ივნისია, ანუ მაქსიმუმ სწორედ ამ დღეს უნდა გაირკვეს, რა სისტემით მივდივართ არჩევნებზე და აი, მერე დაიწყება აპოკალიფსი „ოცნების“ რიგებში. არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი სიაში გარანტირებული ჰგონიათ, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, სიები რამდენჯერმე გადაიწერება და საბოლოო სახე მხოლოდ მაშინ ექნება, როცა ცესკო-ში რეგისტრაციისთვის შევა. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ სიებში ბოლო ცვლილება მმართველმა გუნდმა სიის წარდგენამდე ნახევარი საათით ადრე განახორციელა. ეს ვარიანტი ახლაც განიხილება, ანუ რამდენიმე ადამიანი დაამშვიდონ, სიაში ჩაწერონ, მერე კი ამოიღონ და მათ პროტესტისთვის და მოქმედებისთვის უბრალოდ დრო აღარ ექნებათ.

ისე, სულ უბრალოდ, ბატონებო, არ გგონიათ, რომ საქართველოში პანდემიის დროს, არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ შემოვიდა და ახლა საქართველოში დარჩა?! რა ვიცი, გარჩევები მომრავლდაო, ხალხი ამბობს და… პირბადეებში ვერ ვცნობთო, რომ გვიმტკიცებთ, ხომ გაგიგიათ, მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო. მარტო მღვდელი კი არა, მძღოლიც, ექიმიც, კალატოზიც… ჰო, კალატოზი, არის ასეთი პროფესიაც.

ანი დვალიშვილი, ალია №18

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved