• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იოზვიაკი: “ყველაზე რეალისტური სცენარი – ეს უვიზო რეჟიმის შეჩერებაა

ალია ავტორი - ალია
20:46 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,125

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, საქართველოში ვითარება უფრო და უფრო უარესდება, შესაბამისად “ყველაზე რეალისტური სცენარი – ეს უვიზო რეჟიმის შეჩერებაა”.

იოზვიაკი “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კვლავ მაგიდაზეა პერსონალური სანქციები და ასოცირების შეთანხმების გარკვეული მიმართულების შეჩერებაც. 

ამასთან, ჟურნალისტი იქვე ამბობს, რომ  20 ოქტომბრამდე ჯერ თითქმის სამი თვეა, ამ პერიოდში შესაძლოა პოლიტიკაში ბევრი რამ მოხდეს:

იტალიასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, ვინც ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რადგან მათ არ სურთ, რომ ამ პროცესით ქართველი ხალხი დაზარალდეს. 20 ოქტომბრამდე ჯერ თითქმის სამი თვეა, ამ პერიოდში შესაძლოა პოლიტიკაში ბევრი რამ მოხდეს. კითხვაა რა მოხდება ამ პერიოდში საქართველოში, მათ განსაკუთრებით აინტერესებთ რა მოხდება ადგილობრივ არჩევნებზე ოქტომბრის დასაწყისში.

როგორც ვიცი, პერსონალური სანქციების საკითხი ისევ მაგიდაზეა, თუმცა ვფიქრობ განსაკუთრებით რთული იქნება ამ საკითხზე კონსესუსის მიღწევა. ასევე განხილვის თემაა ასოცირების შეთანხმების გარკვეული მიმართულებების შეჩერება, განსაკუთრებით ვაჭრობაზეა ყურადღება გამახვილებული. და რა თქმა უნდა განიხილავენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასაც. ეს არის ის სივრცე, სადაც მათ შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინაიდან უფრო ადვილია ამ საკითხზე კონსესუსი.

მე თუ მკითხავთ რომელია ყველაზე რეალისტური სცენარი – ეს უვიზო რეჟიმის შეჩერებაა, რადგან საქართველოში ვითარება კიდევ უფრო და უფრო უარესდება. ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის არსებობს თუ არა კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საკითხზე, რადგან ზოგ ქვეყანას საკუთარი მოსაზრება საჯაროდ არ გამოუთქვამს. ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ როგორი პოზიციონირება ექნებათ დიდ ქვეყნებს – როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, მათ ჯერ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და ელოდებიან სიტუაციის განვითარებას,” – განაცხადა იოზვიაკმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

მისი ცნობით, 29-30 აგვისტოს ევროპელი მინისტრები დანიაში შეიკრიბებიან არაფორმალურ ფორმატში, სადაც შეაჯამებენ, როგორ უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ ივლისში გაგზავნილ წერილში წარმოდგენილ რვა მოთხოვნას. მინისტრები მოამზადებენ ერთგვარ შუალედურ შეფასებას, რომელიც შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განხილვის საფუძველი გახდება. 

ჟურნალისტის განცხადებით, საბოლოო, ოფიციალური გადაწყვეტილება საქართველოს საკითხზე 20 ოქტომბერს იქნება მიღებული – სწორედ ამ დღისთვის არის ჩანიშნული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სრული სესია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved