• რეკლამა
  • კონტაქტი
07:35, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველად ვარ ისეთ ადგილას, სადაც თავი მდიდარი მგონია: ქვედა ნარზე ვწევარ, რომელიც მოუხერხებელია, მაგრამ ორი ლეიბი მაქვს” – ზვიად რატიანის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
17:13 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
301
პოეტ ზვიად რატიანის წერილს საპატიმროდან, გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს:
„მაიას, რუსიკოს, ნინოს, ნათიას, ფატის და სანიმუშო გოგონებს, ვისი სახელიც საპატიო ლეგიონია
მხურვალე სალამი და მოკითხვა პირაქეთა საპროტესტო რეალობიდან. ყველას მადლობა ზრუნვისთვის და განცდებისთვის, ყველაფერს ვგრძნობ და მამხნევებს. ჩემზე ძალიანაც არ იდარდოთ, მაგრად ვარ და კიდევ უფრო მაგრად ვიქნები.
კი გეცოდინებათ, რომ ჯერჯერობით ყველაფერში მიმართლებს. ჯერ იყო და პირდაპირ საკანაში ამოვყავი თავი და არა რეზბალნიცის პალატაში. მერე იყო და მთლად ჩვენებთან გამამწესეს. საკანი კი არა, ჩვეულებრივი რევკომის შტაბია. ოთხნი ვთანავცხობრობთ: გიო ახობაძე, ნიკუშა კაცია, თორნიკე გოშაძე და მე. ვიწროდ ვართ, მაგრამ სუფთად.
როგორც ძველებს უთქვამთ, გული გულობდეს და სასაცილო ციხეშიც ბევრიაო, თუ როგორცაა… წამლები და წიგნები არ მაკლია, თან ცხოვრებაში პირველად ვარ ისეთ ადგილას, სადაც თავი მდიდარი მგონია: ქვედა ნარზე ვწევარ, რომელიც მოუხერხებელია, მაგრამ ორი ლეიბი მაქვს. ნარის გვერდით კარადაა, რომელსაც კარიც აქვს, რაც დიდი გამარჯვებაა. პერსონალი გვეპყრობა ფრთხილად და ხაზგასმული პატივისცემით.
ციხის მენიუს თითქმის მეოთხედი, თუ ინტრიგანი არ ხარ კაცი, თითქმის ასატანია, საკარანტინო სარდაფისგან განსხვავებით, სადაც შემიყვანეს, ერთი დღე-ღამით მომასვენეს. სამიდღემჩიო საკნებში რწყილები და ტარაკნები არ გვაწუხებენ. ნუ თითქმის.
მოკლედ, მე თქვენი მექნება და თქვენ ჩემი გქონდეთ. მიყვარხართ. რომ გავიმარჯვებთ, უჩემოდაც იცით. გასაკეთებელი აქაც ბევრია.
რუსიკო, იქნებ ისტორიული ლიტერატურა შემომიგზავნო, როცა გეცლება. სოვლაბის რამეები ან მსგავსი. ვგიჟდები საბჭოთა ჰორორებზე. ოღონდ ერიკ ლი და სტივენ კინგი გაზეპირებული მაქვს. რამე ჩვენებისა უფრო მაინტერესებს და მახარებს. ისე, თუ გაიმეტა ვინმემ – ვერც ლაშას „საქართველო სტალინის წინააღმდეგ” მოვასწარი. რაც და როგორც მოგიხერხდება.
ცეცხლი ოლიგარქიას”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved