• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ქალაქში სიმშვიდეო” – პოლიციელი, რომელმაც იცის, რომ ქალაქში კრიმინალური დაჯგუფება დათარეშობს და მათ დასაჭერად “მუშაობს”

ალია ავტორი - ალია
16:50 07-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, გოჩა ვანაძე ირწმუნება, რომ “ქალაქში სიმშვიდეა” – ეს მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ბათუმში, შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა დერქან ბაშირი.

თამაზ ბაკურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშირს შავი ფერის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთჯერ ესროლეს.

“ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე – გახსნეს თუ არა გუშინდელი შეიარაღებული თავდასხმის საქმე, სამართალდამცველი ამბობს, რომ “მუშაობენ”.

ასევე 18 ივლისს ბათუმში, მსხვერპლით დასრულდა სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორან “გრილშიც” – თურქეთის მოქალაქეს 5 ტყვია ესროლეს.

“ვმუშაობთ, მიმდინარეობს გამოძიება. ძალიან მშვიდად, ძალიან თავისუფლად ამ ქალაქში არის სიმშვიდე. ახლა ინციდენტი მოხდა, მაგაზე ვმუშაობთ, გამოძიებაც მიმდინარეობს”. – ამბობს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე. 

ამ წუთებში, ბათუმის სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სწორედ სასამართლოსთან მოახერხა “ტვ პირველმა” პოლიციელ გოჩა ვანაძისთვის კითხვების დასმა.

შეგახსნებეთ, რომ 18 ივლისს რესტორან “გრილში” მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მეორე დილას, “პირველები” კითვების დასასამელად პოლიციის მე-6 განყოფილებაში მივიდა, თუმცა ადგილზე პოლიციელებს ეძინათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved