მოსახლეობა ხადას ხეობაში კორპუსის აშენებას აპროტესტებს. კორპუსს ჩინური კომპანია აშენებს.
მოსახლეობაში აცხადებენ, რომ კორპუსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და უძველესი ტაძრის ტერიტორიაზე შენდება.
ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებას მათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
“მიმდინარეობს მშენებლობა, ვატყობინებთ საგზაოს რომელიც ამბობს, რომ სამუშაოები შეჩერებულია და მათ უფლება არ აქვთ ამის აშენების, თენდება მეორე დღე, სამუშოები განახლებულია, ისევ ვატყობინებთ…ეს არ არის წერილობით, ზარებით შემოვიფარგლებოდით…სანამ არ ატყდა ეს ამბავი ყური არავინ შეიბერტყა”, – აცხადებს “მთავართან” აქციის მონაწილე ადგილობრივი მცხოვრები.
ნიუპოსტი
კომენტარები