• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქციებს მაშტაბური სახე მიეცემა” – ულტიმატუმი პროკურატურას

ალია ავტორი - ალია
17:15 06-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
558

კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრები, პროკურატურაში მივიდნენ. მათ პროკურატურის საბოლოო პასუხი, როდის მოხდება ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადირება, დღეს უნდა მიეღოთ.

ლავასოღლის ოჯახის წარმომადგენლებსა და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა.

ოჯახის წევრებს ერთადერთი თხოვნა ჰქონდათ, დასახელებულიყო მინდია გორაძის ექსტრადირების კონკრეტული თარიღი, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა ეს თარიღი ვერ დაასახელა და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

“პროტესტი კი არა, ძალიან მასშტაბური სახე მიეცემა, წინასწარ არ მინდა ლაპარაკი…” – ამბობს მინდია გორაძის და ინდირა გორაძე.

მინდია ლავასოღლის ოჯახის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, მისი ექსტრადიციის საკითხზე თურქული მხარე სრულ მზადყოფნაშია და მზად აქვს ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა საბუთი, თუმცა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. კობაიძის თქმით, ეს ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, კონკრეტული პასუხი ვიცოდეთ, თუ როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია. იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი იქნება ღია – ან მალე მოხდება, ან მაშინ უნდა გვითხრან, თუ არ მოხდება, მესამე ქვეყანაში მოხდება მისი გაშვება. წელიწადი და ათი თვე ოჯახი ითხოვს კონკრეტულ პასუხს და იმედია, შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდება“, – განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთში დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved