• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის ახალი “ვარსკვლავები” – ვინ მოხვდება და ვისი ადგილი აღარ არის “ენმ”-ის სიაში?!

ალია ავტორი - ალია
15:22 06-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულო სიის და მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატების შერჩევა დაიწყო. 

პოლიტქასთინგი და „ნაციონალური ფლანგის ვარსკვლავების“ ძირითადი ხაზი მიხეილ სააკაშვილის გემოვნებასა და კეთილგანწყობაზე გადის.

“2020NEWS”-მა ექსკლუზიურად გაარკვია „ნაციონალების“ სახელით ვინ, სად და როგორ შეეცდება ბრძოლას დიდი პოლიტიკური გადანაწილებისათვის. 

მაშ ასე, ერთ-ერთ საკვანძო რეგიონში, სამეგრელოში, ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს. ნაცმოძრაობის ლიდერი და ჯერ კიდევ 2014 წლის არჩევნებში დედაქალაქის მერობისთვის მებრძოლი მელია, ახლა ძალებს ზუგდიდში მოსინჯავს, სადაც სააკაშვილის გუნდს საკმაოდ დიდი რესურსი და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. 

მშობლიურ მხარეში ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სკანდალური ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსინჯავს ძალებს და ამით აქამდე არსებულ ყველა იმ კითხვას დაუსვამს წერტილს, თუ სად გააგრძელებს „პოლიტიკურ მოღვაწეობას“ „ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ხერხემალი“. 

კიდევ ერთი დიდი ქალაქი, სადაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაეჯახებიან ერთმანეთეს, ყოფილი საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისია. დიდი ალბათობით, „ნაციონალების“ ნომრით და დროშით იმერეთის დედაქალაქში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. 

ქვემო ქართლის „დედაქალაქის“, რუსთავის მაჟორიტარობისტვის კი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე იბრძოლებს. „ნაციონალებს“ კირკიტაძის გამარჯვების დიდი იმედი აქვთ. 

კახეთის „დედაქალაქი“ თელავი კი, გიორგი ბოტკოველის და ირაკლი ქადაგიშვილის პოლიტიკურ შერკინებას ელოდება. „ნაციონალებს“ გიორგი ბოტკოველის გამარჯვების დიდი იმედიც აქვთ. როგორც კახელები ამბობენ, ბოტკოველი ერთი დღეც არ მოშორებია კახეთს. 

შიდა ქართლის „დედაქალაქი“ გორი, პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ცხელი წერტილი იქნება. დიდი ალბათობით, გორის მაჟორიტარობისთვის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გამარჯვებისთვის „ნაციონალებიც“ აქტიურად დაიხარჯებიან. 

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში გაერთიანებული ოპოზიციის ალიანსს, „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდება, სწორედ ოქრუაშვლის პარტია იქნება. 

მაჟორიტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, სანერვიულო, ხმაურიანი და სკანდალებით სავსეა პროპორციული სიის შედგენის პროცესი. მართალია გაერთიანებული ოპოზიციის სამუშაო მაგიდაზე 2020 წლის საპარლამენტო სიის კანდიდატთა შესახებ მონაცემები ჯერ არ დევს და განხილვა არ დაწყებულა, მაგრამ “2020NEWS”-მა გაარკვია იმ პოლიტიკოსთა შესახებ, რომლებსაც სიის გამსვლელ პოზიციებზე ყოფნის რეალური შანსები აქვთ. 

“2020NEWS” მიერ გარკვეული კულუარული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში სავარაუდოდ, მოხვდებიან: ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, ზაალ უდუმაშვილი, სალომე სამადაშვილი, გია ბარამიძე, დავით კირკიტაძე, მურთაზ ზოდელავა, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, გუბაზ სანიკიძე, დიმიტრი შაშკინი, გიორგი ქადაგიძე, ირაკლი ყიფიანი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე…

ჩვენივე კულუარული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ,,ვარსკვლავად გაბრწყინებას“ შეეცდება „გავრილოვის ღამის“ ყოფილი პატიმარი ბესიკ თამლიანი, რომლის გათავისუფლებას ოპოზიცია დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა. სიაში სავარაუდოდ, მოხვდება ექსპერტი ნოდარ ხარშილაძეც. ამ უკანასკნელებს თავად პარტიის დამფუძნებელი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყალობს. 

მკითხველს ალბათ ზემოთ ჩამოთვლილი სახელებიდან და გვარებიდან პარტიის ერთ-ერთი აქტიური სახე ხატია დეკანოიძე „დააკლდა“. ჩვენივე ინფორმაციით, დეკანოიძის საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია. არის ალბათობა იმისა, რომ დეკანოიძემ საქმიანობა კვლავ უკრაინაში, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამხარ გააგრძელოს. 

“2020NEWS”-თვის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ე.წ. მემორანდუმის გაფორმებას ითხოვდნენ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ლიდერები, რაც მათ ადგილს ახალ საპარლამენტო სიაში „დააკანონებდა“. ამ ამბავმა, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა, „ორთოდოქსი ნაციონალები“ კატეგორიულად აღაშფოთა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სააკაშვილის სამფლობელოში ულტიმატუმების კორიანტელი დადგა. ხელმოუწერელი მემორანდუმი თაროზე შემოდო და ახლაც იქ დევს. 

შესაბამისად, ნიკა მაჭუტაძემ, ზურაბ ხარატიშვილმა, მამუკა გამცემლიძემ, პაატა დავითაიამ და ა.შ. ამ დრომდე არ იციან, რა ხასიათზე გაეღვიძება მიხეილ სააკაშვილს და როგორი იქნება მისი პოლიტიკური ვერდიქტი მათ მიმართ. 

“ნაციონალების” კულუარებში ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის სიმპათიით კოალიციაში შემავალი „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი და „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა სარგებლობლობენ და დიდი ალბათობით, მათ გამსხვლელ სიაში იხილავს ამომრჩეველიო. თუმცა, თაკო ჩარკვიანის ხმაურიანი და სკანდალური ინიციატივა, რომელიც გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატობას უკავშირდებოდა, რამდენად თავდაყირა დააყენებს მასთან დაკავშირებულ საკითხს, ამ ეტაპზე უცნობია. 

სავარაუდოდ, „გადაჭარბებული ამბიციების“ გამო, სააკაშვილი გიორგი ვაშაძის კანდიდატურით არ არის მოხიბლული. შესაბამისად, ჯერ ვერავინ ამბობს, რას უპირებს სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს და „ახალი საქართველოსთვის“ ლიდერს, რომელმაც, მას შემდეგ, რაც პრემიერობაზე უარი „ნაციონალური მოძრაობისგან“ წივილ-კივილით მიიღო, თვალი ვაკის რაიონის სამაჟორიტაროს დაადგა. იქაც, დიდი ალბათობით, გიორგი ვაშაძის ადგილი არ აღმოჩნდება. 

2020 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში „რესპუბლიკური პარტიის“ ქალი ლიდერები თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძეც მოხვდებიან. 

ერთ-ერთი პრობლემური საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრობაა. ამ დროსითვის ეს საკითხი გამოკვეთილი არ არის. ან თუ ვინმემ რამე იცის, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ჯერჯერობით დუმს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved