• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის კარზე ცქიტიშვილი დაწინაურდა” – რა მოხდა “შუშის სასახლეში”?

ალია ავტორი - ალია
15:15 06-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

მმართველი ოლიგარქის კარზე დიდი დაძაბულობაა. საპრემიერო მარათონში ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი დაწინაურდა. „2020NEWS“-თვის  სულ ახლახან, ექსკლუზიურად  გახდა ცნობილი, რომ  პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კი არა, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს...

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ის ამბავი, რომ გახარიას წასვლა გადაწყვეტილია, რამდენიც არ უნდა უარყონ  „ოცნების“ ლიდერებმა  ოფიციალურ კომენტარებში,  ივანიშვილი-გახარიასთვის  უკვე  ასევე ოფიციალურ გაფორმებამდე მიყვანილი ამბავია.

გახარიამ გაწია წინააღმდეგობა, სადამდეც შეძლო და ივანიშვილის  წინაშე დასვა მკაცრი კითხვა: „რატომ უნდა წავიდე?“. თუმცა, როგორც ჩანს, ირანული ფულის გათეთრების ამბავი მოქმედ პრემიერს ფეხდაფეხ დასდევს, ივანიშვილს კი  სწორედ „თეთრი სახლიდან“ აქვს სერიოზული ზეწოლა,  გაუშვას პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი, მაგრამ ფულის გათეთრებაში „ეჭმიტანილი“ პრემიერი.

საკადრო გადაადგილებები ქვეყნის მთავროაში ჯერ კიდევ მარტში იყო  დაგეგმილი. მარათონში  სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აშკარად  ჯაბნიდა  კონკურენტ  ქალ პოლიტიკოსებს -ინფრასტრუქტურის მინისტრს,  მაია ცქიტიშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას. 

ლილუაშვილი ცქიტიშვილი ორივე ივანიშვილის „ქართუს“ კადრია და მეტი შანსი ჰქონდათ,  ვიდრე თურნავას, რომელსაც  ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ოლიგარქის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებდნენ. 

ცქიტიშვილ-ლილუაშვილის დუეტშიც ამ დრომდე სუსის უფროსის კანდიდატურა  ლიდერობდა, რადგან ივანიშვილს ის უფრო ეიმედებოდა  2020  წლის საპარლამენტო არჩევნების „წარმატებით“ ჩასატარებლად.

მოულოდნელად, „შუშის სასახლეში“ არჩევანი მაია ცქიტიშვილზე შეჩერდა, თუმცა, სააგენტოს წყარო ვერ ასახელებს ამ გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს, რადგან ლილუაშვილი აშკარა და საიმედო ფავორიტი იყო ამ საპრემიერო ბრძოლაში.

შესაძლოა, ძაღლის თავი არა ივანიშვილის სასურველ  გადაწყვეტილებაშია დამარხული, არამედ საგარეო ზეწოლაში.

აქამდე საქართველოს ისტორიაში უშიშროების პირველი პირი პრემიერ-მინისტრი არ გამხდარა. ერთადერთი გამონაკლისი იყო, 2012 წლის არჩევნების წინ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება. ის პრემიერის სავარძელში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაბარგდა, თუმცა მის უწყებას უშიშროების სამსახურის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული. ამ უწყებების გაყოფა შს სამინისტროდ და სუსად სწორედ  „ქართული ოცნების“ დროს მოხდა. ასე რომ, წმინდად უშიშროების პირველი პირი საქართველოს ისტორიაში   პრემიერ-მინისტრი ნამდვილად არ ყოფილა.

რას ნიშნავს, როცა უშიშროების კადრი პოსტსაბჭოთა სივრცისა და  მყიფე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოში ხელში იგდებს აბსოლუტურ ძალაუფლებას,  ვის ვის და აშშ- დასავლეთში ნამდვილად არ  ესწავლებათ.

ლილუაშვილის სუსის უფროსობიდან პრემიერის სავარძელში გადანაცვლებას თუ ვინმემ ხელი შეუშალა, სავარაუდოდ, სწორედ შეერთებული შტატებია, რადგან მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ საქართველოში ძლიერდება რუსული გავლენები და საფრთხე ექმნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

დასავლეთის უკმაყოფილებას განსაკუთრებით სასამართლო  ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები იწვევს. ესეც არაერთხელ დაფიქსირებულა კონგრესმენების წერილებსა  თუ  სხვა მაღალი  რანგის დასავლური ტრიბუნებიდან.

უშიშროების კადრის გადაყვანა ქვეყნის მთავარ პირად კი, ბუნებრივია, დასავლეთის უკმაყოფილებას გამოიწვევდა და შესაძლოა, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე  სწორედ მათმა ზეწოლამ გაუხსნა გზა.

2020 წლის არჩევნებისთვის ლულუაშვილი თავის გასაკეთებელს  გააკეთებს, მაგრამ ტოტალური კონტროლის მექანიზმები, რომლებიც   პარტიაზეც გავრცელდება  (მაგალითად – საკადრო პოლიტიკა  საარჩევნო სიაში)  და ეს შიდა დაკგუფებების უკმაყოფილებას  გამოიწვევს,  სუსის უფროსს აღარ ექნება. 

აქ  ცალკე  აღსანიშნავია, მაგალითად,  უკმაყოფილება პარტიის  გენერალური მდივნის, თვით კახა კალაძის, რომლის გარემოცვის  კორუფციული საქმეები ისედაც არის შემოდებული სუსის  ანტიკორუფციული სამსახურის თაროებზე – საჭირო დრომდე!

მაია ცქიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრემიერი გამოიცვალა და  თავად მეორე პირის როლს მშვენივრად ინარჩუნებს მთავრობაში,  ფასადურადაც და რეალურადაც იმდენად მკაცრი ვერ იქნება, ან დასავლეთი  გააღიზიანოს, ანდაც შიდა პარტიული დაჯგუფებები.

სავარაუდოდ,  ივანიშვილმა არჩევანი მასზე სწორედ ამიტომ გააკეთა და  დასავლეთიდანაც თანხმობა მიიღო.

ასეთია ამ ეტაპზე „შუშის სასახლის“ ამბები, თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი,  ივანიშვილმა ხვალ „ჩვენება შეცვალოს“ და ისევ ლილუაშვილის  კანდიდატურას დაუბრუნდეს. 20-21 ივნისამდე, ანუ „გავრილოვის  ღამის“ წლისთავამდე, ჯერ დროა..

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved