„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე გრიგოლ ვაშაძე, ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით:
„ქუთაისში არ მყავს მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი, თანამებრძოლი, თანაპარტიელი, რომელიც ამ განცხადებით აღშოთებული არაა. ეს გადაწყვეტილება შეურაცხყოფას აყენებს არამხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს, რადგან თუ ქუთაისი არ გიყვარს და ამ ქალაქს ყველანაირ ფუნქციას ართმევ, მათ შორის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს, ესე იგი შენ საქართველო არ გიყვარს.
ქუთაისი, ესაა ქალაქი, რომელმაც დიდი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს დეცენტრალიზაციაში, რომ თბილისი თავკომბალასავით არ იყოს და მას ყველანაირად უკარგავენ ფუნქციას.“
კომენტარები