• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შსს ამტკიცებს, რომ მამაკაცი, რომელიც მანქანასთანაც კი არ მისულა ახლოს, ხელს უშლიდა პოლიციას

ალია ავტორი - ალია
19:18 07-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამაღლების ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ მოპედის მღოლის გადამოწმება სურდათ, რა დროსაც, პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, 1993 წელს დაბადებულმა პირმა. შსს–ს წერს, რომ ავტომობილის მძღოლს ნარკოტესტის ჩაბარება მოსთხოვეს, შემდგომ კი ადგილზე დააკავეს, რადგან, უარი განაცხადა ნარკოტესტზე.

ამის შემდეგ შსს წერს:

 

“ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.”

შსს წერს იმასაც, რომ თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შსს–ს  დისკრედიტაცია ხდება, თუმცა, არ წერს, რა ტიპის ზიანი ადგება უწყებას, რომლის თანამშრომლებიც ქუჩაში ასე იქცევიან. 

შსს არ წერს, თუ პოლიციელები კანონის მიხედვით მოქმედებდნენ, ამდენ ადამიანს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, როგორ გაუჩნდათ ერთნაირად პროტესტის გრძნობა?

შსს არ წერს იმასაც, როგორ უშლიდა ვინმეს დაკავებაში პენსიონერი მამაკაცი ხელს, როცა არც პოლიციის მანქანასთან, არც უშუალოდ ინციდენტის ადგილთანაც კი არ იყო ახლოს?

პენსიონერი კი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ ქუჩაში, კომენტარში ამბობს:

“დავინახე, რომ ზემოდან მოდიოდა მსუბუქი მანქანა, უკან მოსდევდა პოლიცია, ასიგნალებდა, მერე რა მოხდა არვიცი, მაღაზიაში შევედი, ცუდად ვიყავი ძალიან, გამყიდველი მიცნობს, შეგიძლიათ უთხრა, წყალი მოვთხოვე, თავბრუ მეხვეოდა, დამაწყნარა, გადმოვედი ისევ გზაზე, ისევ იდგნენ ამ პატარა ბიჭს პოლიციელები ეჭიდავებოდნენ და ტენიდნენ მანქანაში. ვუთხარი, რატომ ეჩხუბებით-მეთქი, წყნარად ვუთხარი, კაცურად, არ უნდა ამას ჭიდაობა, თუ წინააღმდეგობა გაგიწიე, მერე რაც გინდა ის უქენი–მეთქი. შენ ვინ გეკითხებაო, მე ვუთხარი, მე კი არ მეკითხება შვილო, მე ხალხი ვარ-მეთქი და მოვა დრო და ასე თუ მოიქცევით, ეს ხალხი ყოფას გიტირებთ ყველას-თქო. ეს როგორც ვუთხარი, მითხრეს შემაგინეო, თურმე ყოფის ტირება და თუნდაც, დედის ტირება ყოფილა გინება, საშინელი შეურაცხყოფა. დამავლეს ხელი, დამიწყეს ჭიდაობა, მტენიდნენ მანქანაში და გავხდი ცუდად, წავიქეცი, მერე აღარ მახსოვს, მერე ხალხმა დამალევინა წამლები და მომიყვანა გონზე, ახლა მეუბნებიან, პოლიციაში უნდა წაგიყვანოთო. რატომ უნდა წავყვე? იმიტომ, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ? მითხარით, როგორ მოვიქცე???”

(ვიდეო) – პოლიცია პენსიონერს დაესხა თავს – 2025 წელი, საქართველო, თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved