• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩევნები მითია… ბოიკოტი აბსურდია” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:18 07-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
“ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი. არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც შემოგდებულია ქართული ოცნების მიერ, იმისთვის რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია. იმისთვის რომ დააპირისპიროს არარსებული არჩევნების მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
მე ვარ დარწმუნებული, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები და ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე ამ არჩევნების მითს. მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია და დასუსტდა პროტესტი. არჩევნებში მონაწილე მხარე ხომ წარუმატებლობით დაამთავრებს, იმიტომ რომ არ არსებობს წარმატების ფორმულა, თვითომ მონაწილეობის მომხრე პარტიებიც არ აცხადებენ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე, ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს.
ბოიკოტი, როგორც პროტესტი – განცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მესმის ძალიან კარგად და ამაზე ვისაუბრე ახლა. მაგრამ, ბოიკოტი, როგორც კამპანია, რომელიც ისახავს რამე შედეგს – ესეც აბსურდი არის. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებული იქნა, როგორც რაიმე გამარჯვება. ცხადია, რომ დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. რადგან, შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, რომ იყვნენ ამის მოწინააღმდეგეებიც კი და თუ დათვლდადი იქნება ეს ბოიკოტი, შეიძლება რეჟიმს ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება და საერთოდ დიქტატორულ ქვეყნებში ბოიკოტის კამპანიები. ასე, რომ ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს და არც ბოიკოტის კამპანია, რადგან ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ერთის მხრივ ფულადი რესურსები, როგორც აცხადებენ ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ და მეორეს მხრივ ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და რომელიც დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგება ცოტა მე მიჭირს და ალბათ თქვენც. ჩვენი გამოსავალი რა არის – რაც იყო გუშინ და რაც რჩება დღეს, ერთიანობა და ყველაფერი ის რაც ემსახურება დაპირისპირებას, გახლეჩვას და უიმედობას, ეს არის ბოლო ბერკეტები რაც გააჩნია უკვე ჩამოშლილ “ოცნების” რეჟიმს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved