• რეკლამა
  • კონტაქტი
10:32, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

ალია ავტორი - ალია
17:02 07-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

 

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება   პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია.

-ბატონო კოტე, ირანის ისრაელთან და ამერიკასთან დაპირისპირების შემდეგ, ბევრი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ელოდა, ზოგი ფიქრობდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ატყდებოდა დიდი ომი და ისრაელს ირანის მოკავშირე მუსლიმური ქვეყნები დაარტყამდნენ, ირანს ამერიკის მოკავშირე ყატარი და საუდის არაბეთი. მოულოდნელად ომი გაჩერდა. ირანმა, ასე ვთქვათ, შეირგო ისრაელის მრავალდღიანი დაბომბვა და ამერიკული რეკეტები, რომლებიც მისი ბირთვული ობიექტებისკენ იყო მიმართული. რა მოხდა? შეეშინდა ირანის ხელისუფლებას და იმიტომ გაჩერდნენ. არადა, ამერიკამ რომ დაბომბა ირანი, მისი ლიდერები ამერიკისა და ისრაელის  მიწასთან გასწორებით იმუქრებოდნენ.

– ირანს იმდენი სამხედრო  ბაზები, სხვა სახის სამხედრო ინფრასტრუქტურა გაუნადგურა ისრაელმა, მათ აღდგენას, შესაძლოა, ათწლეული არ ეყოს.სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი ვითარების იმაზე უარესად გამწვავებას, რაც ვნახეთ. ასეთი ოპერაციები ყოველთვის რამდენიმე თვით ადრე მზადდება და ასე მოიქცა ამერიკაც და ისრაელიც. ისრაელი სპეცსამსახურებმა ეფექტურად იმოქმედეს, სრული ინფორმაცია ხომ ჰქონდათ ირანის სამხედრო ობიექტების შესახებ და კიდეც დაბომბეს. ასევე, რამდენიმე ობიექტი ირანში მყოფმა ისრაელის აგენტურამ ააფეთქა. მანამდე  გაანადგურეს „ჰამასი“, განადგურების პირას არის „ჰეზბოლა“. ეს ყველაფერი ირანული საცეცები იყო, ირანი აფინანსებდა ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს, ირანში წვრთნიდნენ მათ მეომრებს. ყველაზე მთავარი-სირია. სირიაში შეიცვალა ხელისუფლება, პრორუსი ბაშარ ალ ასადი ჩამოაგდეს ხელისუფლებიდან და მოვიდა აჰმედ ალ შარაა, რომელსაც დასავლეთთან უნდა ურთიერთობის დალაგება. სირია იყო ირანის მთავარი პლაცდარმი. ისრაელი იბომბებოდა სირიიდან, უწევდა სირიიდან გამოშვებული რაკეტების მოგერიება და ვერ ახერხებდა ირანზე საჰაერო შეტევას. სირია განეიტრალდა თუ არა, კი ნახეთ, მაშინვე  რა დღეში ჩააგდო ირანი ისრაელის საჰაერო ძალებმა, რამდენიმე ათასი ბომბი ჩამოაგდო. მოკლედ, ირანს შეაჭრეს ფრთები და მაშინ შეუტიეს. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთმა მარტო სირია არ დაკარგა, რუსეთი გამოაძევეს ხმელთა შუა ზღვის სანაპიროდან, ამ რეგიონში დასრულდა მისი დომინანტობა. აფრიკის ქვეყნებშიც დაკარგა რუსეთმა გავლენა, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული იქ რამდენიმე ქვეყანაში ჰქონდა სამხედრო ბაზები, მის მიმართ ლოიალური ხელისუფლებები იყო და მორჩა ეს ყველაფერი, აღარც ბაზები აქვს და არც რუსეთისკენ იყურება რომელიმე, მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი აფრიკული  სახელმწიფო. საუკეთესო დრო შეარჩია ისრაელმა ამერიკის დახმარებით ირანში შეტევისთვის, საამისოდ ყველაფერი იყო მომზადებული.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანს დარჩა გამდიდრებული ურანი და კვლავ შესძლებს მომავალში ბირთვული იარაღის შექმნას.

-კი, ამ ინფორმაციამ ამერიკის სადაზვერვო  სააგენტოდან გამოჟონა. სავარაუდოდ, მოასწრეს ირანელებმა სრულად თუ არა, ურანის მარაგის ნაწილის  გატანა იმ ობიექტიდან, რომელიც ამერიკამ დაბომბა სწორედ ურანის და ბირთვული იარაღის შესაქმნელად არსებული სხვა საშუალებების გასანადგურებლად. ტრამპმა ეს შეცდომა დააბრალა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს, ტულსი გაბარდს და მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ამ ურანის  სხვა ობიექტზე გადატანაც არ იყო ირანისთვის დიდი პრობლება ისე, რომ ამერიკის დაზვერვას ვერ გაეგო. 400 კგ. ურანი ჰქონდა ირანს. 400 კგ. ურანი ეტევა ერთ „ჯიპში“ და მისი სხვაგან გადატანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. გვირაბს გააკეთებდნენ და ისე გადაიტანდნენ სხვაგან, ბოლოს და ბოლოს.     თუმცა, ამერიკის  ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ეს  ურანის ბირთვული ბომბის დასამზადებლად აღარ ვარგა.  თუმცა, აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ ირანს დარჩა ურანი,  გაჯიუტდა, კვლავ განაგრძო ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა, ამერიკა აუცილებლად დაადგენს ურანის ადგილსამყოფელს, ამერიკული სპეცსამსახურები შეცდომას აღარ დაუშვებენ და გაუნადგურებენ. ვნახოთ, ყველაფერი გაირკვევა.

-ამერიკა აპირებს, რომ ირანს ნავთობზე ემბარგო მოუხსნას. რამდენად რეალურია ეს მოხდეს იმ ფონზე, რამდენიმე დღის წინ ამერიკის და ისრაელის რაკეტები ირანის სამხედრო პოტენციალს ანადგურებდნენ?

-ჯერ სიტყვიერად მოუხსნა ტრამპმა ემბარგო ირანს. ისიც ითქვა, რომ ირანს შეეძლება მიაწოდოს ნავთობი ევროკავშირსა და ჩინეთს. დიდ პოლიტიკაში არაფერი უნდა გაგიკვირდეს, ჩემო ლევან, ძალიან ბევრი უცნაურობები და მოულოდნელობები ხდება.  აგერ, სირია ავიღოთ. სირიას მართავს აჰმედ ალ შარაა, ყოფილი ტერორისტი, რომელიც სათავეში ედგა ტერორისტულ ორგანიზაციას და ის „ალ ქაიდას“ მოკავშირე იყო. „ალ ქაიდამ“ კი 2011 წლის 11 სექტემბერი მოუწყო ამერიკას და სხვა ქვეყნებშიც ბევრი ხალხი დახოცა ტერაქტებით. ეს ალ შარაა იძახდა „სიკვდილი ამერიკას“ და დღეს ამერიკის მოკავშირეს სირიის პრეზიდენტის რანგში, ჩაიცვა ფრანგული კოსტიუმი და საუდის არაბეთში დონალდ ტრამპსაც კი შეხვდა.

ირანს რაც შეეხება, ტრამპი ირანთან მუშაობს მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდით. ჯერ დაბომბა, ახლა დაუყვავებს. ეცდება, სანქციები მოუხსნას ირანს, ირანმა გაყიდოს ნავთობი და ცხადია, ბირთვულ პროგრამაზე უარი უნდა თქვას. ამას ამერიკა, სხვა ქვეყნები, გაერო და პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციები გააკონტროლებენ. რუსულ გაზს ევროპა აღარ ყიდულობს და ერთ-ერთი, ვინც ევროპაში რუსულ გაზს ჩაანაცვლებს ირანი იქნება. ირანის გარდა ევროპას გაზს ყატარი და საუდის არაბეთი მიაწვდიან  და ალჟირი დიდი ხანია ისედაც  აწვდის. ირანი ხდება რუსეთის კონკურენტი რუსეთისთვის სასიცოცხლო პროდუქციის ბაზარზე. საინტერესო ის არის, რომ ამას ირანი სიამოვნებით გააკეთებს, რადგან ირანის ხელისუფლება თვლის, რომ რუსეთმა ირანს უღალატა. უკრაინასთან ომში კამიკაძე- დრონები და სხვა შეიარაღება გადასცა ირანმა რუსეთს და ბოლო მომენტამდე, ვიდრე ისრაელი ირანს დაბომბავდა, მანამდე გრძელდებოდა ეს დახმარება. ირანს გაუჭირდა, ომში აღმოჩნდა და  დახმარების ნაცვლად, რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ მხარდამჭერი, არაფრისმთქმელი განცხადებით შემოიფარგლა, რაც აშკარად ირანის ხელისუფლების, ირანელი ხალხის დაცინვა იყო. არა მარტო ხელისუფლება, ირანელი ხალხიც მოღალატედ მიიჩნევს რუსეთს და ფაქტიურად, მას  როგორც მტრად, ისე აღიქვამენ, რომელმაც ყველაზე მძიმე გასაჭირში მიატოვა. აქედან ერთი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. უკრაინასთან ომში ჩაბმული რუსეთი დასუსტდა, მას სხვათა დახმარების თავი აღარ აქვს. მიატოვა სომხეთი, სამხედრო მოკავშირე, მიატოვა სირია, სადაც სამხედრო ბაზა ჰქონდა, მიატოვა ირანი, რომელიც ამ ომში ყველაზე დიდ დახმარებას უწევდა. ჩრდილოეთ კორეაღაა  რუსეთის მთავარი მოკავშირე. ამერიკელ რესპუბლიკელებს პოლიტიკაში აქვთ ერთი მეთოდი-რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, მისთვის არ ბრძოლობენ, არ ომობენ. პირველი ვადით პრეზიდენტობისას, 2019 წელს,  ტრამპი ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში და 2  მილიარდი დოლარი ჩაუტანა კიმ ჩენ ინს. სხვათაშორის, ტრამპი ამერიკის  პირველი მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.  მაშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეაზე „იქაჩებოდა“ და ამ ფულით გააჩუმა ტრამპმა. კიმ ჩენ ინი არის სუფთა შანტაჟისტი, რუსეთის მხარეს დგომა, მისი ჯარისკაცების ბრძოლა რუსეთისთვის, ესეც  შანტაჟია. კიდევ უნდა ფული, რომ დაფხავებული ეკონომიკა არ ჩამოენგრეს. ახლა ორს კი არა, 10 მილიარდ დოლარს მისცემს ტრამპი კიმს და ჩამოაშორებს რუსეთს, სხვა სახის ფინანსურ სარგებელსაც მისცემს, თუ დასჭირდა. ჩინეთი უკვე დააბა  ამერიკაში ჩინური პროდუქციის შეტანაზე მაღალი ტარიფების დაწესების  შიშით. იგივეთი ემუქრება ევროკავშირიც ჩინეთს, თუ არ შეწყვეტს რუსეთის დახმარებას. ჩინეთი რუსეთის გამო არ ჩამოშლის საკუთარ ეკონომიკას, რაც რეჟიმის დასასრულიც იქნება. ვინ წავა თვითმკლელობაზე რუსეთის გამო, რომ სი ძინ პინი და მისი პოლიტიკური გარემოცვა წავიდნენ? ცხადია, არავინ. რუსეთმა უკრაინაში შეჭრით უდიდესი სისულელე გააკეთა. პუტინმა თავიც დაუღუპა და ქვეყანაც. ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე 25%-ით იყვნენ დამოკიდებულნი, „ჩრდილოეთი ნაკადიც“ თუ ამუშავდებოდა, 45%-ზე ადიოდა რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება. რუსულ ნავთობზე 45%-ით იყო დამოკიდებული ევროპა  ეს მაჩვენებელიც უნდა გაზრდილიყო. მორჩა, რუსული  ნავთობი და გაზი აღარავის უნდა ევროპაში  3 ქვეყნის გარდა-უნგრეთი, სლოვაკეთი და სერბეთი. გაზის და ნავთობის  გარდა სხვა არაფერი ჰქონდა გასატანი რუსეთს და ესეც ვეღარ გააქვს.

-ბატონო კოტე, ტრამპის დიდი იმედი ჰქონდა პუტინს უკრაინის საკითხში და ეს იყო მიზეზი, რომ ირანს არ დაეხმარა და ტრამპთან თითქოს ცოტათი  დალაგებული ურთიერთობა აღარ აურია?

-კი, ბატონო, ეგ იყო მიზეზი, რომ რუსეთმა ირანს არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა. ნახე, რა მოხდა? ტრამპის გამო რუსეთი არ დაეხმარა ირანს, დღეს ირანი რუსეთს მოღალატედ თვლის, მტრად წაეკიდა გუშინდელ საუკეთესო პარტნიორს. 3 თვის წინ, სპარსეთის ყურეში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც კი ჩატარდა. გააცურეს პუტინი, ტრამპთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით ირანს არ დაეხმარა, ახლა გაგანია ომში ირანი ერთ ტყვიას აღარ მიაწვდის რუსეთს, როდესაც მთავარი სამხედრო მოკავშირე იყო და პერსპექტივაში, სხვა ქვეყნებთან ერთად  ევროპას მიაწვდის იმ გაზის სანაცვლო გაზს, რომელსაც ევროპა რუსეთისგან ყიდულობდა. ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია. აქ ისიც საკითხავია, თუ სანქციები მოუხსნა ამერიკამ ირანს, ირანული გაზი და  ნავთობი მხოლოდ ევროპაში გაიყიდება თუ სხვა ქვეყნებშიც, სადაც დღეს რუსეთი ჰყიდის? დიდი შანსია, სხვა ბაზრებიც წაართვას რუსეთს ირანმა.

-ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთის  მომხრეებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი ან ნატო-ს დაშლიდა, ან დაფინანსების დიდ ნაწილს შეუწყვეტდა. ჰააგაში, ნატოს ბოლო სამიტმა ეს იმედები გაუცრუა ხალხს?

-კი, იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპი დაასუსტებდა ნატოს რაღაც გზით, ფიქრობდნენ, რომ ნატო მე-5 მუხლს ამოიღებდა საკუთარი წესდებიდან, რომლის თანახმადაც ნატოს წევრ ერთ  სახელმწიფოზე თავდასხმა ნიშნავს ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმას. ამ მუხლის დემონსტრაციული ხაზგასმა მოხდა ჰააგაში და პირველ რიგში, რუსეთის გასაგონად, თუმცა, ჩინეთიც არ უნდა დავივიწყოთ. ასევე, ამერიკის გარდა, ნატოს წევრმა ყველა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ გაზრდიან ნატოს დაფინანსებას კონკრეტული ქვეყნები მათი  მშპ-ს 5%-ით, 3-დან 5 წლამდე ვადაში, რაც უზარმაზარი თანხაა. ნატო კი არ დასუსტდა, უფრო ძლიერდება. რუსეთისთვის დიდი დარტყმა იყო, რომ ამ სამიტზე ზელენსკი მიიწვიეს და მას ტრამპი ძალიან კარგად შეხვდა. ვფიქრობ, უკრაინისთვის ამერიკული ფინანსური და სამხედრო დახმარება ძველებურად გაგრძელდება. აქვე, დასასრულს ერთსაც ვიტყვი – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკასთან ურთიერთობები დალაგდება და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდებაო. რაც ზემოთ ვთქვი, ეს იმის დასტურია-ჩინეთი რუსეთს გვერდში აღარაფრით დაუდგება, იარაღის და საბრძოლო მასალის მიწოდება ხომ გამორიცხულია, ფულსაც აღარ მისცემს. დარჩა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის ამარა და მისი ჩამოცილებაც დროის საკითხია. მოკლედ, ეს სამკუთხედი, ჩინეთი-რუსეთი-ირანი, რომელის წლების მანძილზე მთელ მსოფლიოს აშანტაჟებდა, აშინებდა და ომით ემუქრებოდა, დაინგრა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს ტრამპის დამსახურებაა.

თეგები: კოტე კემულარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved