• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!” – რა ხდება ამერიკაში?

ალია ავტორი - ალია
20:33 06-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”-ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში საზოგადოების, სოციალური მედიისა და რადიოსადგურების ნაწილმა “Blackout Tuesday”, ანუ შავი სამშაბათი გამოაცხადეს. მუსიკალური, გასართობი პროგრამები შეჩერდა და სოციალური მედიის მომხმარებლებმა პროფილის ფოტოებად შავი ფონი გამოფინეს. ნიუ-იორკში 40 დემონსტრანტია დაკავებული, კალიფორნიაში კი, შექმნილი სიტუაციის გამო, 7 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შტატებში, მიუხედავად დადგენილი საგანგებო რეჟიმისა, ჯორჯ ფლოიდის მკლველობის გამო, აგორებული საპროტესო ტალღა არ წყდება. აქციები პერმანენტულად მიმდინარეობდა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეს ცენტრში, სადაც ქალაქის მერია და სანტა-კლარას რაიონის მთავრობის შენობებია განთავსებული. ასობით სხვადასხვა რასის წარმომადგენელი სტუდენტი და განსხვავებული პროფესიის ადამიანები პროტესტს არ წყვეტენ. 

აქციის ყველა მონაწილე მიიჩნევს, რომ აშშ-ში რასიზმის პრობლემა კვლავ აქტუალურია. 

ქუჩაში გამოსული ადამიანები მოითხოვენ, რომ უნდა განხორციელდეს პოლიციის რეფორმა, რომელიც შეწყვეტს შავკანიანი მოქალაქეების მკვლელობასა და დევნას.

“არ იქნება სამართალი,არ იქნება მშვიდობა”- მსგავს შეძახილებს ყველაზე ხშირად მოისმენთ სან-ხოსეს ქუჩებში, თუმცა „შავი სამშაბათის“ აქციას, წინა აქციებისგან განსხვავებით, ძალადობრივი ხასიათი არ ჰქონია და ახალგაზრდებმა მშვიდობიანად ჩაიარეს „სილიკონ ველის“ მთავარი ქალაქის ქუჩებში. 

მათ საყვირებით უერთდებოდნენ მძღოლები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებიც. 

ერთ-ერთმა მათგანმა დღეს პროტესტის მონაწილეების წინაშე დაიჩოქა. 

აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში ტრანსპორტი მთავრობას ექვემდებარება და მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს. იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს სანტა-კლარას მთავრობა უხდის.

მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის მონაწილეებს ცივი სასმელები, ხილი და წყალი დაურიგეს.

ფაქტია, მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობის წესებს არ ემორჩილება და აქტიურად აპროტესტებს რასიზმის პრობლემას აშშ-ში.

გუშინვე, ნიუ-იორკში საპროტესტო დემონსტრაციის დროს, 40 ადამიანი დააკავეს. მანამდე კი, იქ პოლიციამ 700-მდე პირი დააპატიმრა. 

აქციების ფონზე გაზრდილი მოროდიორობის ფაქტების გამო, კალიფორნიის გარდა, საგანგებო მდგომარეობა ნიუ-იორკშიც გამოცხადდა. იქ „კომენდატის საათი“ 20:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ქ. ოკლანდში 53 წლის პოლიციის ოფიცერი მოკლეს. საპროტესტო აქციების დროს, შტატების სხვადასხვა ქალაქებში გაძარცულია და დარბეულია მაღაზიები. 
რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა ამერიკის კონტინენტის გარდა, ევროპაც მოიცვა. იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ასევე გაიმართა აქციები რასიზმის წინააღმდეგ. 

2020news

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved