• რეკლამა
  • კონტაქტი
06:07, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ალბანეთში კობახიძისა და მაკრონის გასაუბრებაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
01:09 05-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19,429
ილიაუნის ასოცირებული პროფესორო, ბექა კობახიძე:
ალბანეთში მიმდინარე მოვლენებიდან ჩვენი ყურადღება ირაკლი კობახიძისა და ემანუელ მაკრონის გასაუბრებამ მიიპყრო, მაგრამ იქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ფაშინიანი და ალიევი ისხდნენ, ღიმილიანი სახეებით საუბრობდნენ საჯაროდ. ლამის მეგობრებს გავდნენ. მერე ერთად მდგომ ალიევთან და ერდოღანთან მივიდა ფაშინიანი, სამივე იცინოდნენ და ლამის ერთმანეთს ებღლარძუნებოდნენ. ეს კეთდებოდა საჯაროდ და ისე ჩანს, რომ განზრახაც.
ეს, რასაკვირველია, ძნელი სანახავია სომხებისთვის, ვინც 5 წლის წინ 5000 ადამიანი დაკარგა აზერბაიჯანთან ომში, ვინც ყარაბაღის დაკარგვასთან ერთად 120 ათასი დევნილი მიიღო, ვინც ანტითუქრულ სენტიმენტზეა გაზრდილი და ვისაც გენოციდის ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია. ამიტომ, წყევლა და კრულვა არ დაიშურა ხალხმა კომენტარებში, ფაშინიანს სულ მოღალატე უძახეს.
საიდუმლო არ არის ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ავტორიტარი ლიდერებისადმი. მათ შორის, მეზობელი სახელმწიფოების ავტორიტარი ლიდერებისადმი. ასევე, საიდუმლო არ არის სომეხი ხალხისადმი ჩემი სიმპათია. ამიტომ, ამ პოზიციიდან უფრო თამამად ვამბობ: მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისათვის, სომხეთს სასიცოცხლოდ სჭირდება აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. აზერბაიჯანს არ სჭირდება, ის ისედაც თავს მყარად გრძნობს, ძალთა ბალანსი მის მხარეზეა. სომხეთს სჭირდება ეს ხელშეკრულება. ფაშინიანი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად, მათ შორის ასეთ ფამილარულ სცენებში მონაწილეობასაც რისკავს. მას უნდა, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად მისი დგომა ნორმალიზდეს. მესმის, ეს მტკივნეული დასანახია სომხებისთვის და ვინმემ შეიძლება ისიც მითხრას, მაშინ საქართველოს პრემიერიც ებღლარძუნოს რუსეთის პრეზიდენტს და საქართველოც “დალაგდეს” რუსეთთანო.
აქ ძალიან დიდი განსხვავებაა: რუსეთთან ქოცური “დალაგება” საქართველოს ართმევს მომავალს, ხოლო სომხეთის თურქეთ-აზერბაიჯანთან შეუთანხმებლობა სომხეთს ართმევს მომავალს. აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით სომხეთი არ გახდება მისი სატელიტი სახელმწიფო, არამედ ის შეიძენს უსაფრთხოებას და ევროპულ პერსპექტივას; ბოლომდე ჩამოშორდება რუსეთისადმი დამოკიდებულებას.
ამიტომ, საქმე ეხება არა წარსულს, არამედ მომავალს. ფაშინიანს სომხეთი თვითდაზიანების რეჟიმიდან და მოჯადოებული წრიდან გამოყავს. ძნელია, რადგან მას საქმე ორ ავტორიტართან აქვს. იმედია გამოუვა. პრინციპში, უკეთესი სვლები და უფრო პრაგმატული პოლიტიკა არც არსებობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved