• რეკლამა
  • კონტაქტი
04:16, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

ალია ავტორი - ალია
15:09 10-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

22  ოქტომბერს, სტამბაში, Breakfast with Deskmates -ის დამსწრეები ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა გააერთიანა.  D Block-ის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მეორე ოთხშაბათს  ტარდება.  შეხვედრების მიზანი საერთო სივრცეში მომუშავე  ადამიანების დაკავშირებაა, საერთო ინტერესებისა და თემების გარშემო.

ამჯერად, დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — Agentic AI-ს და მის გავლენას თანამედროვე ბიზნესმოდელებზე.

ტექსფეროს წარმომადგენლების გარდა, დამსწრეთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვისთვისაც ეს თემა ახალი იყო. Agentic AI ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის მიღწევა ადამიანის ჩარევის გარეშე.

თუ “ჩვეულებრივი” AI მხოლოდ ინსტრუქციებს ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია დაგეგმოს, შეაფასოს შედეგები და თვითონ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია. ასეთმა სისტემებმა შეიძლება გარდაქმნას მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, ლოგისტიკა თუ მარკეტინგიც კი.

დისკუსიის მოდერატორის, ანტრეპრენერის დავით ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს დანერგვის მაჩვენებელი გლობალურად 6 %-ია, თუმცა  მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე გაიზრდება. ეს კი 50 მილიარდიან ბაზარს ქმნის და იმ კომპანიებს, რომლებიც ადრეულად ჩაერთვებიან, აშკარა უპირატესობას მისცემს.

„ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, უბრალოდ დაგაგვიანდებათ და თქვენი პროდუქტი არარელევანტური გახდება”, – აღნიშნა დავით ციცქიშვილმა.

“ის, რაც არ იცვლება, არის მომხმარებლის მოთხოვნა, მაღალი ხარისხი და ეფექტურობა“, – უთხრა დამსწრეებს ირაკლი მირზიკაშვილმა , BRIANO-ს დამფუძნებელმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

Briano ქმნის პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ავტომატიზაციაში  ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციით, მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade აგენტების გამოყენებით.

„სამი წლის წინ, როცა ხელოვნური ინტელექტი საცალო ბაზრისთვის გახდა ხელმისაწვდომი მივხვდით რომ არსებული მიდგომები ძალიან მალე აღარ იარსებებდა. ე.წ. touch და click  გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაპოვარია და ბოლო 50 წელი ამ ტექნოლოგიაზე იდგა. მას შემდეგ რაც Agentic AI არსებობს, ადვილი მისახვედრია რომ არსებული ყველა  ტექნოლოგია უბრალოდ თეთრი გვერდი გახდება და ასეთ პროდუქტს, როგორც მეგობრებს ისე დაველაპარაკებით ჩვეულებრივი ენით“, – აღნიშნა მან.

5 ნოემბერს, ოთხშაბათს,  D Block-ის დილის შეხვედრების შემდეგი სერია გაიმართება და საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანები ამჯერად სხვა საინტერესო თემის გარშემო გაერთიანდებიან.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved