• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინას Starlink-ს არასდროს გავუთიშავ – მასკი

ალია ავტორი - ალია
15:27 03-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

მილიარდერმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს გამოურთავს თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის მომსახურებას.

Starlink-ს აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-ის შვილობილი კომპანია მართავს.

მასკმა 9 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად არ ეთანხმება უკრაინის პოლიტიკას, Starlink-ი თავის ტერმინალებს არასდროს გაუთიშავს. ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის გარეშე უკრაინის ხაზები (თავდაცვის) ჩამოიშლება, რადგან რუსებს ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის ჩახშობა შეუძლიათ. მასკის თანახმად, ამას არასდროს არ გააკეთებენ და ვაჭრობის საგნად არ გამოიყენებენ.

ილონ მასკის ამ განცხადებამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თუ SpaceX უკრაინისთვის არასაიმედო მიმწოდებელი აღმოჩნდება, ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ამას წინ უძღოდა ილონ მასკის კომენტარი, რომ Starlink-ი „უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გამოურთავს, ფრონტის მთელი ხაზი ჩამოიშლება.

უკრაინას Starlink-ით სარგებლობის საფასურს, წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ დოლარს, პოლონეთი უხდის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გამორთვით და ეს გამოგონილი ამბავია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ტრამპმა მასკს დაავალა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved