• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

ალია ავტორი - ალია
04:32 02-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,931

ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ამდენი დღეა ხალხი დახმარებას ამაოდ ითხოვს, დღეს გაავრცელა წერილი, რომ თურმე, შექმნილი შტაბი, და თურმე, ყველაფერი კეთდება და მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია.

მოქალაქეები მას პასუხობენ და ასეთი გამოხმაურება ავთანდილ თალაკვაძის წერილს მაშინაც კი არ ჰქონია, როცა დაწერა, რომ ოზურგეთში ზორო გამოჩნდა, ან როცა სკევრში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგა, ან როცა, 64 წლის მამაკაცი ორსულობის მუხლით დაითხოვა. 

ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს:

2 დღის წინ ხალხი წერდა, 112-ში ვრეკავთ, შველას ვითხოვთ, მაგრამ, ერთადერთ სიტყვას გვეუბნებიან: ,,გადაცემულიაო”

ამას კიდევ ის ,,ლექსი ” ჯობია. ,,ამაღამ მოთოვს დიდს,” ასეთები წერე, ვინმე მაინც არ ზიანდება

უსინდისო მოღალატე მატყუარებო, მოკეტეთ,ხმას მაინც ნუ იღებთ

წუხელ ღრმად რომ გეძინათ და მაგაში მდიდრდებით, ძილში და კორუფციაში მაგ მოხალისეებმა ათობით ადამიანი იხსნეს სიკვდილს. თქვენ კი მოვა დრო ციხეში აღმოჩნდებით.
კონტრპროდუქტიული თქვენი მოქმედებაა, ანუ უმოქმედობა! საერთოდ არაფერი არ გაგიკეთებიათ და მოხალისეების ჩართულობა აღმოჩნდა თურმე კონტრპროდუქტიული, იმიტომ რომ თქვენი უნიათობა დაანახა ყველას!
ეგ მოხალისეები აკეთებენ იმას, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს. თუმცა მთავრობა არ გვყავს. არც ლეგიტიმური და არც ისე

რა გეჩქარებათ, პროგნოზი ამინდის ხომ არსებობს, მანამ რატომ არ მიიღეთ ზომები, რატომ ისევ მსხვერპლი,რატომ?

ხალხი ვიდრე არ დაიხოცა, ვიდრე ამბავი არ ავტეხეთ, ჩაის სვამდი მშვიდად ხო?

1. თუ მაქსიმალური ადამიანური რესურსია მობილიზებული, ამ პოსტის ტექსტის დამწერი ადამიანი გადაუღებლად თოვის მე-5 დღემდე რატომ ვერ გამონახეთ?
2. თუ თქვენი ადამიანური რესურსი გამოწვევებს ვერ პასუხობს (და ფაქტია, ვერ პასუხობს), რატომ არ გაგვაგებინეთ ეს აქამდე?
3. სანამ ‘არასწორი ინფორმაციით’ შეწუხდებოდით, სწორი ინფორმაცია თქვენ რატომ არ გაავრცელეთ, მუდმივად და ხშირად?
4. თუ შტაბის არსებობის შესახებ წეღან გაგვაგებინეთ, ვინ უნდა დაგკოორდინირებოდათ?
5. თქვენ თვითონ რატომ არ დაუკავშირდით ინიციატივებს?
და ბოლოს, თქვენ ავად ხოარ ხართ, ვის აბოლებთ?

ვინაა საინფორმაციო შტაბის უფროსი? ან სპიკერი? და დღეს რამდენ საათში ერთხელ გქონდათ ბრიფინგი თემაზე, სადაც დეტალურად ყვებოდით, რომელ სოფელში რა მდგომარეობა, ვის დაეხმარეთ, ვისთან ვერ მიხვედით და ა.შ.

,,გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო ”-დაასახელეთ, ვის შეაშველეთ ხელი და ვინ გადაარჩინეთ
ანუ, დაზარალებულების კომენტარებსაც რომ შლით, საერთოდ არ შეგრცხვათ?! ვის ეხმარებით?!
ხალხმა დღეს თქვენი გასაკეთებელი აკეთა! მადლობის მაგივრად რეებს წერთ!! აქამდე რომ სწორი რეაგირება გქონოდათ, ადამიანები დღეს ცოცხლები იქნებოდნენ!
საკოორდინაციო შტაბის ტელეფონის ნომერი დაწერეთ ‼️და ვინაა საკონტაქტო პირი. რომელ ლოკაციაზეა განთავსებული?
საინფორმაციო შტაბი გაქვთ? სად შეიქმნა? როდის შეიქმნა? ვინ ხელმძღვანელობს? ინფორმაციას რამდენ საათში ერთხელ გვაწვდით?
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze თხინვალი, ცენტრიდან მეხუთე მოსახლე
ბებია და ორი ბავშვი არის ჩარჩენილი,
სახლის უკანა მხარე მოსკდა და ვინმე იქნებ იქაც მივიდნენ. მაყვალა ბაბილოძე (ბებია)
თენგო ბაბილოძე, ნინი ბაბილოძე (ბავშვები) დღეს შეუძლებელი იქნება იქ გაჩერება სახლს ბზარები აქვს და შესაძლოა ჩამოიშალოს.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ამნაირი უნამუსო როგორ შეიძლება იყოთ….. ამ იდიოტობის დაჯღაბნას, გაგეგრძელებინათ ის სამარცხვინო დუმილი….
მიეცი ხალხს უფასო ინტერნეტი რომ შეეხმიანონ ერთმანეთს.
ცნობისთვის, პოსტზე მითითებულია, რომ 119 კომენტარი უნდა იყოს, თუმცა, მხოლოდ ნახევარი იძებნება, დანარჩენი, როგორც ჩანს, წაშლილია. 
მოქალაქეები აზიარებენ ავთანდილ თალაკვაძის პოსტს და წერენ თავიანთ გვერდზე, სადაც, მათ ნაწერს ბატონი მერი ვერ წაშლის:
ანუ მოხალისეების დახმარება არის უშედეგო და მეოთხე დღეს ნაძალადევად დაჯღაბნილი ეს ტექსტია ნამუსიანიიი?
ზურგი შეაქციოს მამამისის მდგომარეობას კობახიძემ…და პაპუშვილმა უნამუსომ კიდე ნიჩაბი დაიჭიროს და იმ ოჯახამდე გათხაროს “პროსტა” დიდი თოვლი, მიცვალებულ შვილთან ერთად რო მარტოხელა დედაა გამოკეტილი.
ამათზე ფსკერი ხელისუფლება არ გვყოლია
ამან მთლად დაუბერა მგონია !!!
სირცხვილია ესეთი განცხადების გაკეთება !
უტიფრობის პიკი! გადავიკითხე რამდენიმეჯერ, ხომ არ მელანდება თქო.
იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის.
ამდენი უვიცი და უსისხლო სად შეიყარა ერთად
ჩვენ მოგვიწოდებდნენ, გამოდით, დაგვეხმარეთო…ახლა იძახიან, მოხალისეები ხელს გვიშლიანო…ჩვენი ეზოებისთვის არ გვითხოვია დახმარება, როგორმე ვუმკლავდებით…მართლა, რააა!
ხელს გვიშლითო,24 საათიან რეჟმში ვმუშაობთო, ყველას ვეხმარებითო, გაგიჟდება კაცი! ანუ ის ათობით ვიდეო რასაც ხალხი ავრცელებს, მეორე დღეა რომ შველას ითხოვენ და არავინ მოსულაო რომ ამბობენ ტყუილი და ნაცების დადგმულია?უტიფრობასაც აქვს სზღვარი! ესენი ამ ვიდეოს გამავრცელებელ ხალხს ჯარიმასაც გამოუწერენ რო რამე, არ შერჩებათ თუ რა?
გავრეკავ დედას გეფიცები! ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!
შოვშიც ასეთი ტუტუცობები წერა ბახილებიანმა ადგილობრივმა “შტაბმა”

“იმ “ჯარის” მანქანაზეა საუბარი, რომლის იმედიც გვაქვს მთელ ქვეყანას ეხლა… ბუქსირით… ოფროუდერებმა” – ელენე ქაიხოსროშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved