• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამხანაგო გობეჯიშვილო, დედა გყავთ? მე თქვენ მკვლელად გთვლით” – ახობაძე პროკურორს

ალია ავტორი - ალია
17:58 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
612

ამხანაგო გობეჯიშვილო, დედა გყავთ? – ასე მიმართა პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა გიორგი ახობაძემ საქმის პროკურორს სასამართლო დარბაზში.

ექიმმა, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი იყო და მშობლის გარდაცვალების შესახებ ციხეში გაიგო, შმაგი გობეჯიშვილს სასამართლო დარბაზში პირდაპირ უთხრა, რომ “მკვლელად თვლის”.

“თქვენ არ მიეცით ქართველ დედას საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი შვილის გვერდით” – უთხრა პროკურორს ბრალდებულმა ექიმმა.

„თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნის გამო აღვეღის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.

თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე პაციენტები გადამედგა, რაც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული…

მოსიარულე ქრონოგრამას ვისმენთ ახლა ჩვენ აქ და არა პროკურორს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს უნდა წარმოადგენდეს, მოქალაქეებს, კანონს და სამართალს, თქვენ არ მიეცით ქართველ დედას, თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაეტარებინა თავისი შვილის გვერდით, რომელცი არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა.

მე მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო [პროკურორო], დედა ხომ გყავთ. მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ, როგორ შეაფასებდა ასეთ კაცს, როგორზეც მე ვილაპარაკე… თქვენი მშობელი რომ პასუხს გაგცემთ, რა კაცია ის ადამიანი, სარკეში ჩაიხედოთ და ეცადოთ, ეს ადამიანი მეორეჯერ თქვენი კარიერის მანძილზე აღარ დაგენახოთ. ამას გისურვებთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ თქვენი კარიერა ასეთი ადამიანი აღარ დაგენახოთ. ჩემზე კარგად იცით თქვე, რა სიბინძურეში გამყოფებენ თქვენი ზემდგომები“, – მიმართა ბრალდებულმა პროკუროს.

გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.

დედას გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ვერ მეტყველებდა. შვილი კი მის გვერდით იმ დრომდე იყო, ვიდრე  ექიმ ახობაძეს რეჟიმი ციხეში გამოკეტავდა. მშობლის გარდაცვალება ოლიგარქის მსხვერპლმა ციხეში შეიტყო.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved