• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეპრესიები – დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
18:00 01-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
554

დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ნინო ტყეშელაშვილი გაათავისუფლეს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ გათავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების გათავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას უკავშირებს.

“ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას!

2009 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, ჯერ სკოლაში, შემდეგ პენიტენციურ სისტემაში, 2014 წლიდან კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ყველგან მხოლოდ განათლება და გამოცდილება იყო ჩემი „პატრონი“, ასევე საქმის ერთგულება, პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია, ჯერ, როგორც ფსიქოლოგი, დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ იმედი, მხარდაჭერა და ემპათია ამ სამყაროს მიმართ. შემდეგ 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამართველოს უფროსის, 2019 წლიდან კი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან მემუშავა პოლიტიკის დოკუმენტებზე, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვენების ჰუმანური, მხარდამჭერი პროცესების შემუშავებასა და დანერგვაზე. ამ წლების მანძილზე, ჩემს ერთგულ, უჭკვიანეს და პროფესიონალ გუნდთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან ერთად, შევიმუშავეთ და დავნერგეთ პროფესიული სტანდარტები, გავაუმჯობესეთ რისკის და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტები და ელექტრონული ბაზა, შევქმენით 30-მდე სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელშიც 2016 წლიდან დღემდე ჩართული იყო 12513 პრობაციონერი, განრიდებული და ყოფილი პატიმარი (ეს უნიკალური რიცხვია და მომსახურებებით სამჯერ შეგვიძლია გადავამრავლოთ) 2016 წლიდან მოვამზადეთ 4500 წინასასამართლო ანგარიში და ამ პროცესში, სოციალური მუშაკები შეისწავლიან, არასრულწლოვანის განვითარების დონის, აღზრდის, განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა გარემო პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხასიათს და ქცევის თავისებურებებს, რაც თავის მხრივ შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეფასება კი მოსამართლეებს/პროკურორებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული რეკომენდაციების შემუშავებასა და სასჯელის გამოტანაში უწყობს ხელს.

ამის პარალელურად, 2015 წლიდან ვმუშაობდი ჯერ სასჯელაღსრულების შემდეგ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტრენინგებს ვატარებდი სუიციდის, ეფექტური კომუნიკაციის, ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის თემებზე. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი „პრობაციოენრთა საორენტაციო კურსის“ დანერგვასა და განხორიცელებაში და „მასწავლებელთა კურსის“ მოდულში, როგორც ერთ-ერთი ავტორი.

საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ, ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი, რაც ჩემს გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოგვივიდოდა, რომ არა საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი. განსაკუთრებული მადლობა ყველას, რომლებიც ჯერ ჩვენს საჭიროებებს იკვლევდნენ, შემდეგ კი ჩვენს მხარდამხარ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენს უწყება, ჩვენს სამინისტროს, ჩვენს ქვეყანას გაცილებით კარგი მომავალი ჰქონოდა, შემცირებული დანაშაულით და საზოგადოებაში ინტერირებული ბევრი კარგი ადამიანით.

და ამ ყველაფრის შემდეგ, 31 დეკემბერს სასწრაფოდ გააუქმეს ჩემი შტატი ( ახალი კაბალური კანონის თანახმად, რადგან ამ დრომდე სამჯერ კონკურს გავლილი უვადო საჯარო მოხელე გახლდით) 1 იანვარს საქმის წარმოების სისტემაში შემთხვევით შესული მე და ჩემი ორი კოლეგა – განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამია და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი – ნათია ალიაშვილი ვიგებთ, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებენ, თან „კეთილი ნება“ გამოიჩინეს და 1 თვით ადრე შეგვატყობინეს. აქვე ავღნიშინავ, რომ 15 წლის მანძილზე, არასოდეს არ მიმიღია არც საყვედური, არც გაფრთხილება, 2-ჯერ მაქვს მადლობის ჯილდო აღებული და ყოველთვის მოწინავე რიგებში ვიყავი სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრის დროს.

ჩვენს გათავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშროლების გათავისუფლებსათან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!

აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, და არ გავჩერდებით იმ დრომდე სანამ ჩვენი ქვეყანა თავის ევროპულ გეზს არ დაუბრუნდება!” – წერს ნინო ტყეშელაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved