• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ახალი ფაქტები – ვისი სახელით ურეკავდნენ საერთაშორისო დამკვირვებლებს

ალია ავტორი - ალია
15:25 11-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,109

პროვოკაცია რუსული ხელწერით – აღმოჩენილია არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ახალი ფაქტები. ირკვევა, რომ საერთაშორისო დამკვირვევლებს, სხვების სახელით ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. აუდიოჩანაწერი რუსულ ტელეგრამ არხზე  Грузинский прохожий გავრცელდა.

საეჭვო ზარები ზოგჯერ ცესკოს, ზოგჯერ კი არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით ხორციელდებოდა. ნომერს სტეფანწმინდი კოდი აქვს, რაც იმის ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ზარები სასაზღვრო ტერიტორიიდან იქნა განხორციელებული. აუდიო-ჩანაწერების ავთენტურობა “მითების დედექტორმა” შეისწავლა. 

  • 30 ოქტომბერს აღნიშნული აუდიოჩანაწერი ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა , რომელშიც, მისი მტკიცებით, ეუთო/ოდირის სპიკერ კატია ანდრუშსა და “შენი ხმა ევროკავშირის” თანადამფუძნებელ გიორგი თაქთაქიშვილს შორის საუბარია ასახული. პოსტის თანახმად, აუდიოჩანაწერში,  “კანტის აკადემიისა” და მოძრაობის “აირჩიე ევროპა” ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი, (ეუთო/ოდირის სპიკერს, კატია ანდრუშს ტერორისტული აქტით ემუქრება.

აუდიო ჩანაწერში პირი, რომელიც თავს გიორგი თაქთაქიშვილად აიდენტიფიცირებს, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ დაძაბულ ვითარებას აღწერს და ეუთოს წარმომადგენლებს ურჩევს, რომ “ქართული ოცნებისგან” შეთავაზებულ ქრთამზე უარი თქვან. საპასუხოდ, ეუთო/ოდირის სპიკერი, ინფორმაციის წერილობით მიწოდებას სთხოვს და პირს თავის  ელექტრონული ფოსტის მისამართს კარნახობს.

გავრცელებულ პოსტში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ “სატელეფონო ტერორის აქტი” აშშ-ის საარჩევნო კომისიის, ლატვიის სადამკვირვებლო მისიის და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთანაც განხორციელდა.

აუდიოჩანაწერი, რომელშიც, თითქოს გიორგი თაქთაქიშვილი ეუთო/ODIHR-ის სპიკერს, კატია ანდრუშს ესაუბრებოდა, “მითების დეტექტორმა” სპეციალიზებული ორგანიზაციების (Mantis Analytics, Witness, Deepfakes Analysis Unit, Validia) დახმარებით გადაამოწმა. ოთხივე ორგანიზაციის ანალიზი აუდიოჩანაწერში გიორგი თაქთაქიშვილის ხმის მანიპულაციაზე მიანიშნებს.

ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ინსტრუმენტით განხორციელებულმა ანალიზმა შემდეგი შედეგები აჩვენა: 

  • ინსტრუმენტებმა, როგორიცაა TrueMedia, Deep Media, Hive, Hiya და Elevenlabs აღმოაჩინა ისეთი ანომალიები, როგორიცაა არაბუნებრივი პაუზები და ხარვეზები, რაც პოტენციურ რედაქტირებაზე ან სინთეზურ მოდიფიკაციაზე მიანიშნებდა.
  • ხმის მსგავსების ანალიზისას თაქთაქიშვილის ავთენტიკურ ჩანაწერთან ხმის შედარებამ აჩვენა დაბალი და საშუალო მსგავსების ქულები. ხმაში გამორჩეული თვისებები, როგორიცაა აქცენტი და უფრო ღრმა ტონი, თაქთაქიშვილის რეალური მეტყველების მახასიათებლებისგან განსხვავდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლებოდა სხვადასხვა ადამიანის ხმის კომპილაცია ყოფილიყო.
  • ჩანაწერის ხარისხობრივმა ანალიზმა, რომელიც სპეციფიკურ მახასიათებლებზე დაკვირვებას გულისხმობს, აჩვენა ისეთი ნიშნები, როგორიცაა ღრმა ხმა (Deep voice), ნელი ტემპი, არაბუნებრივი შესვენებები ან გადანაცვლებები სიტყვებს შორის, რაც შესაძლოა, სინთეზურ მანიპულირებაზე მიუთითებდეს. ფონური ხმაურის არარსებობა და ხელოვნური სიტყვების გადასვლები ასევე აჩენდა  გარკვეულ ეჭვს.
  • მეტამონაცემების მიმოხილვით დადგინდა, რომ  ფაილი შეიქმნა გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც დამატებით ვარაუდობს შესაძლო რედაქტირებას.

რა ვიცით ტელეგრამ არხზე, რომელმაც ჩანაწერი გაავრცელა?

რუსულენოვანი ტელეგრამ-არხი Грузинский прохожий(@georgia_man) ძირითადად რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში საქართველოს და მისი მოქალაქეების ჩართულობას ეხება. არხი სისტემატიურად აქვეყნებს სხვადასხვა სიახლეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებსა და მოხალისეებზე.

2024 წლის სექტემბერში აღნიშნულმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ქართველი მოხალისის მკვლელობის შესახებ. პოსტში ნათქვამია, რომ მოკლული Грузинский прохожий-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი და ინფორმატორია: “დღეს შეგვატყობინეს ვერაგული მკვლელობის შესახებ. დამნაშავემ ჩვენ ძმობილს ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გარდა ამისა, სახის არე საშინლად დაუსახიჩრა. სასაკლაო უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებით დისლოკაციის ადგილზე, ერთ-ერთ სახლში მოხდა. ამ დროისთვის დამნაშავე გაქცეულია, მისი ძებნით შესაბამისი ორგანოებია დაკავებული”. – წერს ტელეგრამ არხი.  თუმცა, აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაცია უკრაინულ მედიაში არ გაშუქებულა. დამატებით გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც დაუკავშირდა – “ქართულ ლეგიონსა” და “კავკასიის ლეგიონში” გვითხრეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ლეგიონებში ასევე გვითხრეს, რომ ტელეგრამ არხის ადმინისტრატორს არ იცნობენ და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ არხზე ლეგიონების წევრების ისტორიები ხშირად ვრცელდება, არხს “ქართულ ლეგიონთან” ან “კავკასიის ლეგიონთან” კავშირი არ აქვს.

ტელეგრამ-არხი 2020 წლის კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა. პირველ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ  “Грузинский прохожий” არის საავტორო არხი, საიდანაც მკითხველი მიიღებს უახლეს შეფასებას იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

საინტერესოა ასევე ის, თუ როგორ გამოეხმაურა ტელეგრამ-არხი 2022 წლის  “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. მათი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” მოამზადა უფრო დიპლომატიური ტექსტი პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკის გარეშე, რის გამოც ქართული ოპოზიცია “გაცოფდა” და მოითხოვდა ამ კონფლიქტში რუსეთის ნეგატიური როლის ასახვას. ასევე პოსტში დამატებით ვკითხულობთ: “საქართველომ ომში უნდა გააგზავნოს მთელი ქართული ოპოზიცია, პირველ რიგში, სააკაშვილის პარტია. ჯერ ერთი, ყველანაირად ამძიმებენ სიტუაციას და მეორეც, ოპოზიცია ჯერ კიდევ არ მუშაობს პარლამენტში, მხოლოდ აქციებისა და პიკეტების მოწყობით არის დაკავებული”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved