• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლიფტი შეიძლება ჩავარდეს” – “გათიშეთ”; “ავარიების რისკია” – “დაწერეთ 3 განცხადება” – მოქალაქეები პრობლემებზე და მერიის პასუხები

ალია ავტორი - ალია
22:07 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,511
თბილისის მერიის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მოქალაქეები, სხვადასხვა პრობლემების გამო, დახმარებას ითხოვენ, ორი მათგანი, ვფიქრობთ, ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
მოქალაქე წერს:
ვაკეში ,ჭავჭავაძის 39 -ის სადარბაზოში ლიფტი არის სასწრაფოდ გამოსაცვლელი. დაზიანებულია, მუხრუჭები არ იჭერს. შეიძლება ჩავარდეს და ხალხი დაიღუპოს‼ ლიფტით ძირითადათ მოხუცები და ბავშვები სარგებლობენ ‼…უბედურება რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ იღებს ?‼

მოქალაქეს ვაკის რაიონის გამგეობა პასუხობს და წერს, რომ უბრალოდ გათიშონ ლიფტი:

მოგესალმებით. ლიფტი ამხანაგობის მოვლა-პატრონობაშია. როდესაც სარგებლობა წარმოადგეს საფრთხეს, ამხანაგობამ უნდა მიიღოს გათიშვის გადაწყვეტილება. რაც შეეხება თქვენს მისამართს, სამუშაოები დაგეგმილია, დეფექტური დოკუმენტაციაც მზად გახლავთ. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს.
მოქალაქე:
 გასაგებია მაგრამ რომ გავთიშოთ ბავშვებმა და მოხუცებმა როგორ იარონ ?….ლიფტი გამოსაცვლელია სასწრაფოდ…. კომისიამ შეამოწმა და სასწრაფოდ გამოსაცვლელიაო…. გათიშვით საქმე არ კეთდება

კიდევ ერთი მოქალაქე ავარიების გაზრდილ რისკზე წერს, ასევე, კონკრეტულ ადგილას:

საბურთალოზე ბახტრიონის ქუჩის ბოლოში, იქ სადაც შენდება ახალი სპორტული კომპლექსი, რამოდენიმე თვის წინ სამანქანე გზას გაუჩნდა ბზარები. შესაბამისად, მერიის სპეციალურმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება და განხორციელდა სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სმუშაოები. საგზაო უსაფრთხოებიდან გამოდინარე სარემონტო მონოკვეთამდე, დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდვი ე.წ. ,,ბუგაროკები“ ორ ადგილას. თითქმის 3 თვეა რაც სამუშაოები დასრულდადა. ბარიერები დარჩა. ახლომახლო არც სკოლაა, არც ბაღი, ეკლესია და გაჩერება. არ დგას სიჩქარის შემზღუდავი ნიშანი, რასაც მოჰყვა არაერთი ავტო ავარია. მოსახლეობის თხოვნაა დროულად მოხდეს აღნიშნული ბარიერების დემონტაჟი, რადგან ავტო ავარიების რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას. პატივისცემით, ახლო მცხოვრები მოქალაქეები
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, რომელმაც, როგორ ჩანს, წაიკითხა მოქალაქის თხოვნა, აცხადებს, რომ ის კი გადასცემს შესაბამის სამსახურს, მაგრამ მოქალაქემაც დაწეროს უნდა განცხადება, როგორც სააგენტოში, გამგეობაში, ასევე მერიაში. რა საჭიროა 3 ადგილას განცხადების დაწერა, საერთოდ რაღა საჭიროა, დამატებით მისვლა და განცხადების დაწერა, როცა უწყება ინფორმირებულია და წესით, მადლიერი უნდა იყოს, რომ მიაწოდეს პრობლემაზე ინფორმაცია – უცნობია. ისევე, როგორც გაუგებარია, სამივე ადგილას უნდა დაწეროს მოქალაქემ განცხადება, თუ მხოლოდ ერთგან? და ან მოქალაქემ თუ არ დაწერა განცხადება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართვაზე არ რეაგირებენ ეს უწყებები?
გამარჯობა. გადავცემთ სააგენტოს შესაბამის სამსახურს. თქვენც განცხადებით მიმართეთ სააგენტოს. განცხადების დაწერა შეგიძლიათ როგორც თქვენს გამგეობაში, ისე თბილისის მერიის შენობის პირველ სართულზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved