• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგი ნათენაძემ თავად გვიამბო, რომ ხელისუფლებამ შესთავაზა ამ თემის გააქტიურება” – გიორგი უშიკიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:17 10-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,354

ფოლკლორის მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, ბიზმესმენ გიორგი ნათენაძის (რომელიც ამტკიცებს რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბიზნესი წაართვეს) პასუხად, სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თავად ეკონტაქტა გიორგი ნათენაძეს, გაეცნო დოკუმენტებს და მას არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბიზნესი წაართვეს, არ გააჩნია. გარდა ამისა, იგი წერს, რომ ნათენაძემ მას პირადად უამბო, რომ ხელისუფლება სთავაზობდა ამ თემის გააქტიურებას.

კომენტარებში, მას გიორგი ნათენაძე ეხმაურება და წერს, რომ მისი წერილი წილების წართმევას არ ეხება, იგი, არაფერს ამბობს იმაზე, მართლაც ჰქონდა თუ არა შეთავაზება ხელისუფლებისგან, წინასაარჩევნოდ გაეაქტიურებია ხსენებული თემა.

გიორგი უშიკიშვილი:

“მე ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ ვარ სამართლიანი, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, რომელიც ჩემს მეგობრებს ეხება.
გიორგი ნათენაძეს ვიცნობ კარგად და უნდა აღვნიშნო რომ მის საქმიანობაზე ორი გადაცემაც კი მაქვს გაკეთებული. საკითხი რომელიც გიორგიმ ამ არჩევნების წინ წამოწია, ჩემთვის კარგად ცნობილია და ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, ჩემთან შატოში სტუმრობის დროს, გიორგი თავად მესაუბრა. ჩვენ საუბარს მისი მხრიდან ესწრებოდა ჩვენი საერთო მეგობარი და კიდევ ერთი, ჩემი მეგობარი. ნათენაძე თავად მომიყვა ამ ეგრეთ წოდებული ბიზნესის წართმევის ფაქტთან დაკავშირებით და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმისა რომ მას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქონება წაართვა. რაც მე მოვისმინე მისგან, ეს იყო ბიზნესთან დაკავშირებული ჩვეულებრივი დავა, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე პარტნიორებს შორის. უნდა აღვნიშნო რომ ის დღესაც ამ კომპანიის მეწილეა.
გიორგიმ თავად გვიამბო რომ ხელისუფლებისგან ჰქონდა შემოთავაზება ამ თემის გააქტიურებასთან დაკავშირებით, რაზეც ვუთხარი რომ ეს უსამართლობა იყო და არ უნდა გაეკეთებინა.
ამ თემაზე მე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს მისი განცხადება ვნახე…
ვფიქრობ, რომ იმ დროს როდესაც გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევანთან ვდგავართ – ევროპა, ან რუსეთი – პროევროპული პოლიტიკური ძალის ლიდერებზე თავდასხმა არის რუსული სცენარით ნაკარნახევი…
ძალიან ვწუხვარ რომ გიორგიმ ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ახლაც იგივეს ვეტყვი, რაც მაშინ – ხელისუფლება მას და ამ თემას სათავისოდ იყენებს, რაც მის სახელს სერიოზულ ზიანს აყენებს.”
კომენტარებში, გიორგი ნათენაძე წერს:
“გიორგი,
ზუსტად შენ კარგად იცი სიმართლე რაც ხდებოდა და ხდება. ალბათ გაქვს რაღაც ვალდებულებები მამუკა რომ დაიცვა. მე არცერთ პარტიაში არ ვარ და დღეს არსებულ არცერთ პარტიის იდეოლოგიას არ ვემხრობი განსხვავებით შენგან, საარჩევნო სიაში ხარ და რა თქმა უნდა დაიცავ იმ პარტიის ლიდერს ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებს. მე და შენ საერთო გვაქვს ევროპული მომავლის არჩევანი, ოღონდ მე არ ვეკუთვნი არცერთ პარტიას, განსხვავება ესაა.
ჯერ კარგად ნახე ჩემი პოსტი რაც დავწერე, იქ ვლაპარაკობ გაუბედურებულ ტერასებზე და არა წილების წართმევაზე. მაგას სასამართლოში გავარკვევთ. შენ თუ გული შეგტკიოდა ამ საკითხზე შეგეძლო ამ საკითხის მოგვარებაში დამხმარებოდი. აქ ყველაფერს ვერ დავწერ. დანარჩენი სასამართლოში. შენ კი ისევ მეგობრულად გირჩევ იყო გულწრფელი. არცერთ პარტიას თუ ხელისუფლებას ამ თემაზე მე არ გავურიგდები, მე მივყვები სასამართლოს გზას და იქ შევეცდები სიმართლის დამტკიცებას.”
გიორგი უშიკიშვილი პასუხობს:
“გიორგი დაუჯერებელი ისაა რომ ამ მთავრობის დროს მამუკამ და ბადრიმ ბიზნესი წაგართვა და წლებია ამაზე არავინ რეაგირებს. მხოლოდ არჩვენების წინ ხდება შენგან ამის წამოწევა. შედეგი იცი რა იქნება? თუ ეს ხელისუფლება დარჩა, შენს რესტორანს და ბიზნესს მაინც შეექმნება პრობლემა იმიტომ რომ რუსეთში აღმოვჩნდებით და არც რაბათის დირექტორად დაგნიშნავენ თავიდან. თუ დაგნიშავენ ისევ დროებით! სიმართლეა აქ მთავარი და არა ის, ვისთან რა ვალდებულება მაქვს! მე არავისთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს ჩემი ქვეყნის გარდა!
კიდევ უარესი თუ მხოლოდ ტერასების ბედი გაწუხებს და არჩევნების წინ დაიწყე რუსული ხელისუფლების თამაში.”
თეგები: ბადრი ჯაფარიძეგიორგი ნათენაძეგიორგი უშიკიშვილიმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved