• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძმებმა დუმბაძეებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა ოცნებას მილიონ ლარამდე შესწირეს – საერთაშორისო გამჭვირვალობა

ალია ავტორი - ალია
15:46 09-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,989

ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან ქართულმა ოცნებამ შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965 000 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის 230 000 ლარი – მხოლოდ 2024 წელს – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

კვლევით დგინდება, რომ ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75 456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

დუმბაძეებთან დაკავშირებული სამშენებლო კომპანიები

“მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველი ძმები: ზურაბ და ზებურ დუმბაძეები სხვადასხვა სექტორში ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ისინი, პარტნიორებთან ერთად, 22 ბიზნეს სუბიექტის საქმიანობაში მონაწილეობენ, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ. მათ შორის 5 სამშენებლო კომპანიაა. ამ სამშენებლო კომპანიებს 6 სამშენებლო ნებართვა აქვთ აღებული, რის საფუძველზეც დუმბაძეები ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ, რომელთა ჯამური ფართი 75 456 კვადრატული მეტრია,

კერძოდ: ქართული ოცნების შემოწირულებები ზებურ და ზურაბ დუმბაძეებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა ქართულ ოცნებას შესწირეს 965 000 ათასი ლარი, მათ შორის 230 000 ლარი – 2024 წელს. კვადრატული მიწის ფართობი 40 თეთრად – დუმბაძეების და მათი პარტნიორების კიდევ ერთი მსხვილი პროექტი აჭარაში ზურაბ დუმბაძესა და მის კიდევ ერთ პარტნიორს, მუხრან ბაგრატიონს ეკუთვნის კომპანია აჭარა აგროჯგუფი, რომელმაც ელექტრონული აუქციონის გზით 2022 წლის 3 მაისს, ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 223 287 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარით მიიღო.

მეიჯარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრია, რომელსაც, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის თითოეულ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 40 თეთრი უნდა გადაუხადოს (ჯამში იჯარის წლიური ღირებულება 90 443 ლარია). აჭარის მთავრობამ მიწის იგივე ნაკვეთი რამდენიმე თვით ადრე აუქციონზე გაყიდა 415,143 ლარად, თუმცა აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამის შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გასაცემად მეორე აუქციონი გამოაცხადეს და გამარჯვებულ კომპანიას თითქმის მეხუთედ ფასად გადასცეს იგი.

აჭარა აგროჯგუფს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 1 წლის ვადაში ტერიტორიაზე 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გაეშენებინა მრავალწლიანი ნარგავები. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის პლანტაციების გასაშენებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოდან 156 000 ლარის დაფინანსება, იაფი აგრო კრედიტის პროგრამიდან, ასევე, ფინანსური მხარდაჭერა, ქობულეთის მერიიდან კი – წყლის რესურსების გამოყენების ნებართვა მიიღო.

დუმბაძეების მსგავსად, აჭარა აგროჯგუფში მისი პარტნიორი, მუხრან ბაგრატიონი შვილებთან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებთან ერთად, ქართული ოცნების აქტიური შემწირველები არიან: სამივემ ჯამში მმართველ პარტიას 2020-2024 წლებში 870,000 ლარი შესწირა, მათ შორის, 180,000 ლარი – 2024 წელს”, – წერია ინფორმაციაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved