• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მონსტრი”, “შესაჯანჯღარებელი” – დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
13:27 07-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,204

“მონსტრი” – ასე მოიხსენიებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და აცხადებს, რომ საბჭო კონკრეტულ საქმეებს მისთვის სასურველ მოსამართლეებს განსახილველად აწერს.

დიმიტრი გაბუნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს კრიტიკული ხმის არ გაჟღერებაში ადანაშაულებს და დასძენს, რომ “ეს ადამიანები მოდუნებულები არიან“.

მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე ამ განწყობით და ჩემი დამოკიდებულებით, კრიტიკული საქმე არ დამეწერებოდა. არის კრიტიკული და ჩვეულებრივი საქმეები. კრიტიკულ, დამოუკიდებელ მოსამართლეებს, როგორებიც დღესაც არიან სასამართლოში, ასეთი საქმე არ დაეწერებათ. სწორედ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია და ეუთო/ოდირის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ საქმის ელექტრონული წარმოება იქნეს ჩამოცილებული იუსტიციის საბჭოდან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც მონსტრი, მისთვის სასურველ მოსამართლეებს, რომლებიც ჰყავთ დამორჩილებული და დამონებული, აწერენ კონკრეტულ საქმეებს. მათ ხელშია საქმეების ელექტრონული განაწილება. მე, როგორც მოსამართლეს, არ დამეწერებოდა ასეთი [კრიტიკული] საქმე, მაგრამ თუ დამეწერებოდა, მივიღებდი ობიექტურ გადაწყვეტილებას/

შეიძლება ცოტა აგრესიული და კრიტიკული ვიყო, მაგრამ კიდევ თავს ვიკავებ, უფრო მეტად აგრესიულები და კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ეს ადამიანები არიან მოდუნებულები, იქ ანა დოლიძის შემდეგ, კრიტიკული ხმა არ ჰყოლიათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსვენებას არ აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხმა ჰქონდა. სულ საჯარო იყო შიდა პროცესები. მე ვიქნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პირველი წევრი, ვინც გავასაჩივრებ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას [საქმეების განაწილებაზე]“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი იმასაც ამბობს, რომ სასამართლო სისტემას გამოფხიზლება და “შეჯანჯღარება სჭირდება“.

თუ პრეზიდენტმა დამნიშნა, გავალ რეგიონებში, არ დავჯდები იუსტიციის საბჭოს შენობაში, რადგან სასამართლო სისტემის შეჯანჯღარებაა საჭირო. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბათუმის საქალაქო სასამართლოს. კოშმარია, როდესაც 4-5 წელი ელოდება ადამიანი დავას, თუნდაც სამემკვიდრეოს. მოსამართლეები, იმიტომ კი არა, რომ დრო არ ჰყოფნით, ადვოკატთანაც კი არ შედიან კომუნიკაციაში. პირველ რიგში, წავალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გამოვითხოვო საქმეები კონკრეტული მოსამართლეების, ვნახო როგორ და რა არის და დავსვა მათი დისციპლინური დევნის საკითხი – ვადების ნაწილში, ასევე, კომუნიკაცია არის ნული მოქალაქეებთან და ადვოკატებთან“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი? დილიდან ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, წელს პირველად საბჭოში მოხვედრის მსურველებს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კომისია გაესაუბრება. ახლა სწორედ ყოფილმა მოსამართლეებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იმუშავებს საბჭოში. მსურველთა სიაში ხუთი კანდიდატია. გასაუბრება პირდაპირი სტრიმის საშუალებით გადაიცემა.

კომისია გასაუბრებას გამართავს:

  • გიორგი ბურჯანაძესთან,
  • დიმიტრი გაბუნიასთან,
  • მანუჩარ კაკოჩაშვილთან,
  • კახა წიქარიშვილთან
  • თამარ ალფაიძესთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved