• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანდრო, არ გინდა შარვალი, ისე ჩამოდი!” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
16:42 07-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,158

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

ჩემი ახალი პერსონაჟის, საყვარელი სესილის ფინალური მონოლოგის დრო მოვიდა, როცა მივხვდი, რომ საბურთალოზე, ამ ხმაურში, რაიმე ჭკვიანურის თქმა გაუჭირდებოდა და ამიტომ თემქაზე წავედი. იქ მოვკალათდი და ჩაფიქრება ვერც მოვასწარი, როცა ეზოდან პატარა გოგონას ხმა გაისმა:
– სანდრო, რით ვერ ჩაიცვი, სანდრო?
ეს ფრაზა კიდევ 10-ჯერ განმეორდა: „სანდრო, რით ვერ ჩაიცვი, სანდრო, ჩამოდი“, „სანდრო, რით ვერ ჩაიცვი, სანდრო, ჩამოდი“. მივხვდი, არსად წავიდოდა და ფარდის უკნიდან ბავშვური ხმით გავძახე:
– ვერ ჩამოვდივარ.
– რატო?
– შარვალი დავკარგე.
სანამ გოგონა პასუხს მოიფიქრებდა, დროს მოვიგებდი, მაგრამ ამ დროს ბაბულიამ დაიყვირა ზემოდან:
– Таня!
ტანიამ არ უპასუხა.
– Таня!
ისევ სიჩუმე.
– Таня!
– Да, бабуля! – მე ვუპასუხე ტანიას მაგივრად.
– Таня, ты где?
– Я здесь бабуля.
– Таня, иди домой!
– Хорошо, бабуля.
სანამ ტანია სახლში ავიდოდა, დროს მოვიგებდი, მაგრამ ხევის მხრიდან ვიღაც ტიპმა სერგოს ასძახა მეექვსეზე:
– სერგო!
– ჰა?! – ვუპასუხე მე.
– გელასთან გავდივარ, რას იზამ?
– გადი და გამოვალ.
– მალე გამოხვალ?
– სანამ თამაში დაიწყება.
– იქამდე რა ვაკეთო?
– მკიდია, რაც გინდა ის აკეთე.
რაღაც ჩაიბურტყუნა და წავიდა.
სანამ ეს სერგოსთან იქნებოდა, დროს მოვიგებდი, ბოლოს და ბოლოს სესილი რამეს იტყოდა, მაგრამ ამ დროს კარზე დარეკეს. თითის წვერებზე მივედი და „გლაზოკში“ გავიხედე, მაგული იყო. ვიცოდი, რატომაც მოვიდა, იმ დღესაც იყო მოსული: ვიღაცა „ლევად“ სადარბაზოს ხაზზე დაჯდა, 250 ლარის დენი დახარჯა და მთელი სადარბაზო ფულს ვკრეფთო. მაშინ ვუთხარი, ეგრე ხომ მთელი სადარბაზო *ლეები გამოვდივართ-მეთქი. მაშინ ვერაფერი მიპასუხა და ახლა დაბრუნდა, რომ აეხსნა, რატომ არ გამოვდიოდით *ლეები.
კარს ფეხაკრეფით მოვშორდი, ისევ სავარძელში მოვკალათდი, როცა იმ პატარა გოგონას ხმა გაისმა:
– სანდრო, არ გინდა შარვალი, ისე ჩამოდი!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved