• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაცვით დამხვდა გოიმურად და არაკაცურად – „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა – რასაც ოცნება ჩასძახებს, იმას ამოგძახებს” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
19:00 06-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,951

“ახალის” თანადამფუძნბელი, ნიკა მელია:

მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით ქოცებს არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ საერთოდ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა.
ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა.
დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს პოსტივის თანამშრომლის – ვინმე ლაშა ბასლანაძის. როგორც გაირკვა, „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა – რასაც ოცნება ჩასძახებს, იმას ამოგძახებს.
ზუსტად ასე ამომძახა ძეობაზე მისულს – ათკაციანი დაცვით გარშემორტყმული კართან დამხვდა სამარცხვინოდ, გოიმურად და არაკაცურად – არ შემოხვიდეო.
სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ მთელმა სუფრამ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხისგან შედგებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი.
ასეთია ქოცური გაგებით ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემა. მათთვის სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ პოზნერისთვის გაწელილი ელარჯი და პარლამენტის სკამში ჩამჯდარი გავრილოვია.
მადლობა ღმერთს ექიმი არაა, თორემ წარმომიდგენია რამდენს გაწირავდა სასიკვდილოდ.

 

ცნობისთვის, 2023 წელს ლაშა ბასლანაძეს, კონცეპტArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე უჩიოდა. 

თეონა ჯორბენაძემ სოციალურ ქსელში Postv-ის ხელმძღვანელი, სექსუალურ შევიწროებაში არაერთგზის მხილებული, შალვა რამიშვილი გააკრიტიკა და დაწერა, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიის გადაცემებში სიარული “წითელი ხაზია”.

ჯორბენაძის პოსტს ფეისბუქზე გამოეხმაურა Postv-ის გადაცემა ბიზნეს პოსტის თანამშრომელი, ლაშა ბასლანაძე, რომელმაც კონცეპტArt-ის სამხატვრო ხელმძღვანელს “ფაშისტკა” უწოდა და დაემუქრა: “დაგველოდე, მწარედ უნდა მოგადოთ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved