• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცხოველივით ღმუის და ტირის, ელოდებიან ხორცს როდის დაიჭამს…” – რა ხდება ციხეებში? – სკანდალური წერილი და ომბუდსმენის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
18:03 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
999

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და  არაფორმალური მმართველობაზე, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემოზე.

პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკურ გარემოზე ბევრი წერილი გამოქვეყნებულა ალიაში, ისევე, როგორც სამედიცინო სერვისის პრობლემაზე. არაერთი პატიმარი თუ ადვოკატი გვესაუბრება მედიკამენტების არქონაზე, ან მათ უსარგებლობაზე.

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, 2020 წლის ოქტომბერში, წერდა, რომ მე-18 დაწესებულებში ადამიანთა წამება ხდება, მათ არ მიეწოდებათ მედიკამენტები, თუ პატრონი არ ჰყავთ, განწირულები არიან. ცხადია, არსებობდა და არსებობს ეჭვი, რომ სხვა დაწესებულებებშიც იგივე ხდება. თუმცა, კუბლაშვილის ამ წერილის პასუხად, სისტემის არც ერთი მინისტრისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი დღემდე არ მოგვისმენია.

მარიამ კუბლაშვილის 2020 წლის წერილი:

“საშინელი განუკითხაობა და ადამიანთა წამება ხდება სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში, პატიმრებმა შიმშილი დაიწყეს.

არაადამიანური ტკივილები აქვს ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების ქვეშ, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს.

ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება, ექიმი არ არის ელემენტარული რომ დაგჭირდეს, რა ვქნათო, ანალგინი ან ვალერიანი შეიძლება მიაწოდონ…

რა ჩვენი ბრალია, ესაა რაც გაგვაჩნიაო…

ელოდებიან როდის ვეღარ გაუძლებს და ტკივილისგან ხორცს დაიჭამს…

რა უბედურებაა ეს მინდა ხმამაღლა ვიყვირო უსამართლობის გამო.

რამდენჯერ წერილი მივწერე სამედიცინო დეპარტამენტს, ყავარჯენი მოვითხოვე, წამალი მე თავად ვუყიდე, მაგრამ გაუსაძლისია, ტკივილები იმატებს და ყველაზე დიდი უბედურება გულგრილობაა, სიბნელეში ვართ სიბნელეშიიიიიიი!!!!!!!!!!”

იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადვოკატის წერილს უპასუხა და თქვა რომ პატიმარს ბევრჯერ ჩაუტარდა მკურნალობა და ოპერაცია: “მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.” ანუ, მაშინ, მინისტრმა თქვა, რომ მაგ პატიმარზე ბევრი ფული დავხარჯეთ, კლინიკებს ჩავურიცხეთ და წამალი როგორ არ ექნებაო… ბევრი ფული თუ დავხარჯეთ, აპრიორი კარგად უნდა იყოს, კი…

ადვოკატმა, მინისტრის წერილს მალევე უპასუხა და დაწერა:

“სამწუხაროა, პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუეშიც დამადანაშაულა. პატიმარმა ჟურნალისტებსაც (მაგ: Anuna Akhalaia) დაურეკა, აღნიშნა, რომ გაუსაძლის მდგომარეობაშია და რამდენიმე დღეა შიმშილობს. გატარებულ ღონისძიებებს და ისტორიას არც უარყოფს, სჯობდა მე დამკავშირებოდნენ ვიდრე ბრმად სამედიცინო ისტორიას გადმოაკოპირებდნენ.

ნათლად ჩანს დამოკიდებულება, პატიმრის მიმართ გულისხმიერების ნაცვლად ჩემი სიცრუეში დადანაშაულება დაიწყეს. რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი პროთეზის თხოვნით, რათა პატიმარი გადაეყვანათ გეგუთში, მიჯაჭვულია ლოგინს და სავარძელს, ჰაერზე გაყვანას ითხოვს, სუნთქვას…

მე შევედი ადამიანი ტიროდა, ასეთი უსუსური და სასოწარკვეთილი მეც არასდროს ვყოფილვარ, როგორ დავხმარებოდი ვერ გავიგე. სამწუხაროდ დავის განხილვის დროს, განაჩენის დადგომამდე მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ.

პატიმრის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გაუსაძლისი ტკივილები ეწყება ამ დროს არანაირი ყურადღების გამოვლენა არ ხდება, შემდეგ ცხოველივით ღმუის და ყვირის კაცი, ფაქტია, რომ გარდუვალია სულ მალე მეორე ფეხის ამპუტაციაც. ელემენტარულად მედიკამენტი არ დააფინანსა სახელმწიფომ და ჩემი ხარჯით შევუძინე, მომწერა სამედიცინო დეპარტამენტმა თავად შეიძინეთო.

ოჯახს საშუალება აღარ აქვს, ანუ მოკვდეს? მედიკამენტის სახელწოდება – პარკინია. არასდროს არაა საკმარისი ექიმი და მედიკამენტი ეს პირველად ჩემგან გაიგეთ? რამდენი პატიმარი იტანჯება სამედიცინო მომსახურების ხარვეზების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში, ან კლინიკა ,,ვივამედი” ვისია და რატომ არის მიჯაჭვული პენიტენციური სამსახური კონკრეტულად ამ კლინიკაზე? ჩემი პოსტის შემდეგ პატიმარი ,,ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც უამრავი ხარვეზია ქრონიკულად. საერთოდ ყველა პატიმარი იქ გადაჰყავთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩივილები აქვს მას. ყოვლისშემძლეა კლინიკა ,,ვივამედი”. სირცხვილია სხვა თუ არაფერი! სხვა დეტალებზე მოგვიანებით!”

2021 წელს ალია დაუკავშირდა მარიამ კუბლაშვილს და ვკითხეთ მას, ხომ არაფერი შეცვლილა ბოლო ერთ წელიწადში, მაშინ, როცა რატომ გვიმტკიცებენ მინისტრები, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცულია?

მარიამ კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ტყუილია, არაფერი შეცვლილა, არანაირი ზომები არ მიუღიათ, არაერთ ბრალდებულს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ფიზიკურად – მედიკამენტები არ არის! – “მე შევუძინე ჩემ ბრალდებულს წამლები. რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, იყიდეთ და შეუგზავნეთო, წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან დანიშნულება არისო. არაფერი სხვა, მადლობა ვუთხარი, რომ ჩემი თანხით ვყიდულობდი წამალს”

“ალიამ” არაერთი წერილი გამოაქვეყნა ციხიდან, სადაც პატიმრები მედიკამენტების არქონის გარდა, კვების შემცირებაზეც საუბრობენ. პატიმრები საუბრობენ ვადაგასულ მედიკამენტებზეც, თუმცა, ამის მტკიცებულება, ამ ეტაპზე, ვერ მოვიპოვეთ.

არაერთხელ ვცადეთ ჯერ მინისტრ წულუკიანისგან, მერე მისი ყოფილი უწყებისგან პასუხი მიგვეღო – მაგრამ, ამაოდ.

ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც წულუკიანისგან რატი ბრეგაძემ გადაიბარა და რომლის გამოსწორება, არც წინა პრემიერს უცდია და არც ამჟამინდელს! პატიმრები გუშინაც ამ დღეში იყვნენ, დღესაც და სამწუხაროდ, ხვალაც იგივე ელით, თუ არაფერი შეიცვალა. 

“ადამიანთა წამება მე-18 ციხეში – წამალსაც არ აწვდიან, პატიმრები ტკივილისგან ხორცს იჭამენ” – კუბლაშვილის სკანდალური წერილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved