• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხის არჩეულმა გუნდმა 6000-მდე ოჯახს ეს პრობლემა მოუხსნა, საქმე მიიყვანა ბოლომდე” – წალენჯიხის მერიის ანგარიშის დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:59 06-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
856

წალენჯიხის საკრებულოს დარბაზში, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა წყალმომარაგების პრეზენტაცია გამართეს და მოსახლეობას ადგილზე გააცნეს მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები;

მან ყურადღება გაამახვილა პრობლემური საკითხის დადებითად გადაჭრის გზებზე და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობის უზრუნველყოფა მერიის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ საკითხზე ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს.

გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა რომ მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფაა, მასშტბურ სამუშაოებს საჭიროებს და მნიშვნელოვანია ამასთან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად მუშაობდნენ.

“წყალმომარაგება გახლდათ წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა. დიდ ნაწილში, 6000-მდე ოჯახში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას ეს პრობლემა. ეს ყველაფერი კი ხორციელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. წლების მანძილზე მთავარი აქტულური პრობლემა გახლდათ მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხი. წალენჯიხის მერიამ ეს საკითხი მიიღო მნიშვნელოვან გამოწვევად და აქტიური მუშაობით შედეგი დაიდო. წლების განმავლობაში იხარჯებოდა თანხები გარკვეულ პროექტებზე, მაგრამ გვქონდა დაუსრულებელი შედეგები. ამიტომაც მთელი რიგი პროექტების ხელახლა განახლება მოხდა და დადგა შედეგიც”- თქვა გიორგი ხარჩილავამ.

მერმა დეტალურად წარადგინა ინფორმაცია იმ სოფლებზე სადაც წყალმომარაგების საკითხები მოწესრიგდა. ამავდროულად ისაუბრა სამომავლოდ განსახორციელებელ და მიმდინარე პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება და მოსახლეობის წლობით არსებულ პრობლემებს უზრუნველყოფს. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პეტრე ცისკარიშვილი:

„გია ხარჩილავა და მისი გუნდი ხალხის მიერ არიან არჩეულები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს. წინა წლებში ჩვენ მოვისმინეთ პრეზენტაციები, რომ იხარჯებოდა თანხა, მაგრამ შედეგი არ დგებოდა, მოსახლეობას წყალი არ ჰქონდა და ახლა ცენტრალური მთავრობის მიერ დასმული მერი კი არ გვყავს წალენჯიხაში, არამედ ხალხის მიერ არის რეალურად არჩეული და ამიტომაც ის ცდილობს საქმე მიიყვანოს ბოლომდე, სანამ შედეგი არ დადგება.

ძალიან მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 6000-მდე ოჯახში წყალი შევიდა, არის ევროკავშირის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურება, მათგან მოდის დაფინანსება, მათგან მოდის გრანტები, რაიმეს დათმობის გარეშე, რასაც ცდილობს „ოცნების“ პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოს სუვერენიტეტს ართმევენ.

ეს ადამიანები დაზოგავენ დროს, მოახმარენ საკუთარ შვილებს, კეთილდღეობას, ეკონომიკას და დრო არ დახარჯავენ იმაში და კილომეტრები არ იარონ, რომ წყაროზე ჩავიდნენ და წყალი ზიდონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის მომავალზე, კეთილდღეობაზე, დისკომფორტების მოხსნაზე, როგორიც არის უწყლობა, დასავლეთიც კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება და უფრო მეტ პროექტს განახორციელებს.

ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება სწორი საგარეო პოლიტიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის შემდეგ ასეთი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს.

წალენჯიხის რეალობაში რომ დავინახოთ, როდესაც მუნიციპალიტეტს ჰყავს მერი, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და ცდილობს, რომ ხალხისთვის შედეგიანი პროექტები განხორციელდეს, მას მხარდაჭერა აქვს ხალხისგანაც. მაგალითად მას მხარდაჭერა ჰქონდა რამდენიმე პროექტზე ქალაქ ჯვარზე გუბერნიის მხრიდანაც, რადგან იმ ადამიანებმაც დაინახეს, რომ რესურსი მოიძია გია ხარჩილავამ და მისმა გუნდმა, ცდილობს ხალხს ყოფა შეუმსუბუქოს, დისკომფორტი მოუხსნას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლება შეიცვალოს ოქტომბერში იმისათვის, რომ საქართველო არა მხოლოდ ლოკალური, მუნიციპალური პროექტებით, არამედ მთლიანად შემობრუნდეს და ევროპულ ცივილიზაციას დაუახლოვდეს ეკონომიკით, კეთილდღეობით, დემოკრატიით, უზენაესობით, თავისუფალი კონკურენციით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაანულა ბიძინა ივანიშვილმა.“ 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved