• რეკლამა
  • კონტაქტი
12:08, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოცნების და ენმ–ის ყოფილი წევრების ერთობლივი ბოიკოტი – რა მოხდა წალენჯიხაში?

ალია ავტორი - ალია
14:08 06-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს, ალია განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

2024 წლის 11 ივნისს, წალენჯიხის საკრებულოს სხდომა არ შედგა ქვორუმის არარსებობის გამო. სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია ქართული ოცნება, ასევე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია.

სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა მერიისთვის ერთი შტატის დამატება, რომელიც ,,პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა დადგენილი.

კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება 3000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

სამწუხაროა, რომ ფრაქცია ქართული ოცნება, ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია, ვერ აცნობიერებენ რას ნიშნავს კანონისმიერი ვალდებულება და რა შედეგები შესაძლოა მოყვეს კანონის შეუსრულებლობას. შესაბამისად, მერია ხელახლა გააგზავნის საკითხს განსახილველად და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ოცნება, ენმ-ს ყოფილი წევრები, ავთანდილ გაბელია და ეკა სამუშია შეასრულებენ მოსახლეობის მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამის ვალდებულებას, არ დააზიანებენ საკუთარი მუნიციპალიტეტის ინტერესებს, დაესწრებიან სხდომებს და იმსჯელებენ განსახილველ საკითხებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრებმა ბოიკოტი არ გამოუცხადონ საკითხის განხილვას, ისინი ვალდებულნი არიან პასუხისმგებლობით მოეპყრონ ყველა კონკრეტულ საკითხს და გამოთქვან საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით.

მუნიციპალიტეტის მერია მზადაა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ყველასთან და გაითვალისწინოს როგორც მოსახლეობის, ასევე საკრებულოს წევრების რეკომენდაციები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved