• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიცია MEGOBARI ACT-ის ინიციატორს – “ვთხოვთ აშშ-ს კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები”

ალია ავტორი - ალია
13:57 06-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,011

ოპოზიცია MEGOBARI ACT-ის ინიციატორს, კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართავს. წერილში საუბარია თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე, ოპოზიციური ლიდერების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმებზე.

ხელომწერები ამბობენ, რომ იმ დროს როდესაც მთავრობა სულ უფრო მეტად მიემართება ავტორიტარიზმისკენ ქვეყნის შიგნით, ის ასევე ხელს უწყობს ავტორიტარებს საზღვრებს გარეთ, რის მაგალითადაც დასახელებულია ანაკლიის პორტის და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემის ფაქტი.

ოპოზიცია სთხოვს აშშ-ს კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება “რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას”.

იხილეთ წერილი:

როგორც ქართული ოპოზიციის წევრებს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება შეერთებული შტატების კონგრესში „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტის“ (MEGOBARI) ინიცირებისთვის. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც დემოკრატიისა და ევროატლანტიკური კურსის დაცვისთვის ჩვენი უწყვეტი ბრძოლის მიმართ ამერიკელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

აქტში სწორად არის ხაზგასმული, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში, ისევე როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან. ვინაიდან საქართველოს მთავრობამ საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კრემლის მიერ შთაგონებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირებით, ქართველები მტკიცედ იცავენ ამ კურსს. ქართველები გამოვიდნენ თბილისის და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და მშვიდობიანი მომიტინგეები უპრეცედენტო ძალადობით დაარბია. მუდმივად გაუარესებულ ვითარებაში, ათეულობით ადამიანი სასტიკად სცემეს და უკანონოდ დააკავეს, ასევე ოპოზიციური პარტიის ოფისები დაარბიეს ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა. საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაშინებისა და ტერორის ყოვლისმომცველი კამპანია მხოლოდ მწვავდება.

ვინაიდან მთავრობა სულ უფრო მეტად მიბრუნდა ავტორიტარიზმისკენ საქართველოში, იგი ასევე დაექვემდებარა ავტორიტარებს საზღვარგარეთ, მათ შორის უკანასკნელი შეთანხმებით შავ ზღვაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და სხვა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის გადაცემით, მას შემდეგ, რაც არსებითად განდევნა ამერიკელი ინვესტორები ქვეყნიდან. ასეთი ნაბიჯები აფერხებს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტიციას კეთილსინდისიერი აქტორებისგან და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგრადობას.

ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას მეგობარი აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც ქართველ ხალხს შესთავაზებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების არსებით გაძლიერებას. მადლობელი ვართ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის გზით გააღრმავებს შეღავათიან ვაჭრობასა და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციას. გარდა ამისა, მივესალმებით MEGOBARI აქტის მეშვეობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივას, რომელიც მორგებულია საქართველოს საჭიროებებზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ და ღრმად ვაფასებთ სენატის წევრების მხრიდან დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვას ორპარტიულ საფუძველზე.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი და სენატი სწრაფად და ერთობლივად იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ ამ კანონის სწრაფი მიღება, რომელიც ეფუძნება ჩვენს მეგობრობას და აფართოებს დახმარებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, აძლევს უფლებას შეერთებული შტატების მთავრობას იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, რომლებიც ჩაგრავენ ქართველ ხალხს. მხოლოდ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას, კონკრეტული შედეგების დაწესებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, შეუძლია შეცვალოს ეს სახიფათო კურსი და დაანახოს ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისადმი მათ ერთგულებაში.

უახლოეს თვეებში, როდესაც მივუახლოვდებით ჩვენი ერის ისტორიაში კრიტიკულ წერტილს, რადგან ჩვენი მოქალაქეები განიცდიან უპრეცედენტო ზეწოლას და ძალადობას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, მივესალმებით, დათქმის გარეშე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, მათ შორის, პირად ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის დაცვას. ჩვენ გვჯერა, რომ კონგრესის დელეგაციის ვიზიტები საქართველოში დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერაზე და იქნება ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ხალხის ხმის ძალით გაჩუმება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვთხოვთ აშშ-ს კონგრესს, გამოყოს საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა უზრუნველყოს საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სათანადო დაკვირვება, რადგან რისკები მაღალია და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავალი ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის”.

ხელს აწერენ:

მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი

ევროოპტიმისტები – რომან გოცირიძე

ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის  – ნიკა მაჭუტაძე

საქართველოსთვის – ბექა ლილუაშვილი

თავისუფლება – ნატო ჩხეიძე

გირჩი – იაგო ხვიჩია

ლელო საქართველოსთვის – დავით უსუფაშვილი

რეფორმების ჯგუფი – თეონა აქუბარდია

ნაციონალური მოძრაობა – თინა ბოკუჩავა

არმაზ ახვლედიანი

დავით ბაქრაძე

თამარ ჩარკვიანი

თამარ კორძაია

სალომე სამადაშვილი

შალვა შავგულიძე

ახალი – ნიკა გვარამია, ნიკა მელია

დროა – ელენე ხოშტარია

გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

რესპუბლიკური პარტია – ხათუნა სამნიძე

სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved