• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნგრეთში ორბანის გადადგომას ითხოვენ – კორუფცია და დოკუმენტების შეცვლის მცდელობა – რა ბრალდებებს უყენებენ მას

ალია ავტორი - ალია
22:01 03-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,801

26 მარტს უნგრეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერის ვიქტორ ორბანისა და მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ყოფილმა წევრმა ორბანის უფროსი თანაშემწე კორუფციის საქმეში ჩარევაში დაადანაშაულა.

მანამდე, პიტერ მაგიარმა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყოფილ ცოლსა და უნგრეთის ყოფილ იუსტიციის მინისტრს, იუდით ვარგას ესაუბრება. ჩანაწერში ვარგა ორბანის შტაბის უფროსის თანაშემწეების მიერ კორუფციის საქმიდან ზოგიერთი ნაწილის ამოშლის მცდელობას აღწერს.

პიტერ მაგიარმა, რომელიც ორბანის დასამარცხებლად ახალი პარტიის შექმნას გეგმავს, ჩანაწერი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. მასში ვარგა ამბობს, რომ ორბანის კაბინეტის მინისტრმა ანტალ როგანმა პროკურორებს შესთავაზა, თუ რომელი დოკუმენტები უნდა წაშლილიყო ზემოხსენებული კორუფციის საქმიდან.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პროკურატურაში განაცხადეს, რომ “პროკურატურის დოკუმენტებში ჩარევა ან მათი განადგურება ფიზიკურად და ლეგალურად შეუძლებელია”.

უნგრეთში მასობრივი გამოსვლები თებერვალშიც დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ უნგრეთის ყოფილმა პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შეიწყალა პირი, რომელიც სასჯელს იმიტომ იხდიდა, რომ არასრულწლოვანებს აიძულებდა საჯარო ბავშვთა თავშესაფრის დირექტორის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდება უკან წაეღოთ. იუდით ვარგამ თანამდებობა სწორედ ამ პოლიტიკური სკანდალის ფონზე დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved