• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხუთი კაცი იდგა, პირი ჰქონდათ ღია და უბრალოდ ხაოდნენ… ერთმა ბიჭმა “კარაკულის” ბოხოხიან ქალს უთხრა: “დეიდა, დამაპიპინებინეთ რაა” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
20:33 03-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
437

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

გუშინდელი ჩანაწერი ჩემს დღიურში:
“მატჩის დასრულებისთანავე დათოშკა მოვძებნე, ბორის პაიჭაძის ძეგლთან შევხვდით, მივულოცეთ ერთმანეთს და გზას დავადექით, ბევრჯერ გავუმეორე, არ მჯერა-მეთქი.
ახლაც მახსოვს, ბავშვობაში ევროპის ჩემპიონატის ცხრილ-კალენდარს რომ ვიყიდდი ხოლმე, ინგლისის დროშას წითელი კალმით კიდევ ოთხ ჯვარს ვუსვამდი. ასე ვოცნებობდი შეუძლებელზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე. მაშინ კონტინენტის პირველობაზე აღმოჩენა, უტოპიას ჰგავდა. ბევრჯერ კინაღამ ბოლომდე დამიკარგავს იმედი, მაგრამ დღეს ნატვრა სინამდვილედ იქცა.
გავუყევით გზას თამარ მეფის გამზირისკენ. გერმანიის საელჩოსთან ბიჭები ხორუმს ცეკვავდნენ, თუმანიშვილის ძეგლის მიმდებარედ თავმოყრილი ქომაგები ვაჟა აზარაშვილს მღეროდნენ, “გოსკინპრომთან” (“ადამი და ევა” რომ აწერია, ის შენობაა) კი ხუთი კაცი იდგა, პირი ჰქონდათ ღია და უბრალოდ ხაოდნენ…
გზად ნაცნობები და უცნობები გვხვდებიან, ყველა ყველას ესალმება, ერთმანეთს ულოცავენ…
შემდეგ მსვლელობას შევუერთდით “ჩელუსკინელების” ხიდისკენ, მანქანები სიგნალებით ეხმაურებიან მსვლელობის მონაწილეებს, ჩვენც ყიჟინით ვპასუხობთ მძღოლებს. ხიდიდან ქალაქს გავხედე, არავის სძინავს, ყველგან შუქია, აქა-იქ ფოიერვერკებსაც ისვრიან, ორივე სანაპირო გადაჭედილია, მეფე დავითის კოშკიდან ხალხია გადმოყუდებული, GAU-ს დერეფანიც ციმციმებს. ერთი ბიჭი მანქანას მიუახლოვდა და “კარაკულის” ბოხოხიან ქალს უთხრა: “დეიდა, დამაპიპინებინეთ რაა”, “მოდი, შვილო, რამდენიც გენებოს” – არ დააყოვნა პასუხმაც.
ხიდის ბოლოს, იქ, სადაც ბორჯომში სამკურნალოდ წასვლამდე პრომეთეს ძეგლი იდგა, “ლურჯას” ვხედავთ, საჭესთან გოჩაა, გვერდით ჩიხლაა მოკალათებული, ჩაგვისვეს, მოვტრიალდით, ჭოველა, თეკლა და ნანეც ავიყვანეთ და ახალა უკვე ავტომობილების კოლონაში ჩავდექით.
მივუახლოვდით პირველ მანქანას, გადავყავით თავი და გვერდით მდგომი ავტომობილის მგზავრებთან ერთად “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” ვიმღერეთ, მეორეს გავუთანაბრდით და ამჯერად “დინამო, დინამოს” დავძახეთ, მესამე შემხვედრთან ერთად “არის აღსრულდა მიზანი, არის აღსრულდა ოცნება” შევასრულეთ (ზუსტად სამოცი წელი გავიდა უზბეკეთის მიწაზე ტრიუმფალური მოგზაურობიდან”), ავტობუსის პატარა სარკმლიდან მთელი ტანით გადმოიწია გულშემატკივარმა, მასთან ერთად “შენთვის, შენთვის ვმღერი ” დავსჭექეთ.
მარტო ჩვენ არ ვხმაურობდით, ჩვენს დღეში იყო მთელი ქალაქი! ყველა ერთნაირად ვმოქმედებდით…
ვარაზისხევს ბაში-აჩუკის მელოდიით ავუყევით, გზად ჩვენი ეროვნული პროკურატურისა და დეველოპერული ბიზნესის გურუები შეგვეფეთნენ, უპირობო სიყვარული და პატივისცემა გამოვხატეთ ერთმანეთის მიმართ. შემდეგ ერთ-ერთ მანქანაში მყოფი კაცი განუმეორებელ რეზო ძოძუაშვილს მივამსგავსეთ, დავედევნეთ მის სედანს, დავეწიეთ, ჩახლეჩილი, შემაძრწუნებელი ხმით შევხახე “ბატონო რეზოოოო, გილოოოცავთ, ძალიიიიანნ მიიყ…”, სხვა აღმოჩნდა.
ფილარმონიიდან ფეხით მივედით რესპუბლიკის მოედანზე, შორიდან დავლანდე მამარდაშვილი, როსტევან მეფესავით “მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი”. მის გვარს რომ სკანდირებენ, მგონია, მერაბსაც იხსენებენ.
 ვილი სანიოლიც აქვეა… ჩემი პირველი საფეხბურთო სიხარულიც ამ კაცთან არის დაკავშირებული, მაშინაც პენალტების სერია შედგა, 2001 წელი, “ბაიერნი” vs “ვალენსია” …
დათოშკა დელისმდე გამოვაცილე, მეტროთი ვიმგზავრეთ… ესკალატორზე “ბუდუ, ბუდუს” დასძახოდნენ, გუგუნებდა დარბაზი, ყველამ ერთად ვიმღერეთ ეროვნული ჰიმნი… ჩვენი დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი მემანქანეები გვირაბიდან გაბმული სირენის ხმით გამოდიოდნენ, ცხადია მატარებლის მოლოდინში მყოფი ხალხიც მხიარულებით ეგებებოდა ჩვენს მემანქანეებს.
ეს იყო საღამო, როცა არავინ ჩხუბობდა, არავინ არავის აკრიტიკებდა, ყველას ყველა უყვარდა, მგელი და კრავი ერთად ახრამუნებდნენ ბალახს, ხოლო მაკრატელი აღარ ჭრიდა…
მადლობა ღმერთო, რომ ამას შევესწარი. რა ბედნიერებაა ასეთი ერთიანობისა და სიხარულის ხილვა. თუ შვილიშვილებს მოვესწარი, ამას მოვუყვები. თუ არადა, მატა მოუყვება მათ”.
05:17
26 მარტი, 2024
ეხლა დღევანდელი გაზეთი უნდა ვიყიდო ჩემთვის და ერთი ამერიკელი პროფესორისათვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved