• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არანაირი ლატარია პენალტები არაა – ბერძნებზე მშვიდებიც აღმოვჩნდით და ცივსისხლიანებიც” – ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:50 03-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,733

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

პენალტები ლატარიააო, ხშირად ამბობენ.
ჰოდა, არანაირი ლატარია პენალტები არაა.
შეიძლება, ოდესღაც იყო, 40-50 წლის წინ, როცა სპორტული ანალიტიკა საერთოდ სხვაგან იყო.
მაგრამ, დღეს პენალტებიც ზუსტად ისე ირჩევა და იგეგმება, როგორც უშუალოდ თამაშის ტაქტიკა და ფორმაცია.
მაგალითად, გიორგი ქოჩორაშვილმა ზუსტად იქ დაარტყა, რაც ბერძენ მეკარეს საკუთარ სქემაზე ჰქონდა მონიშნული.
უბრალოდ, დარტყმა იყო იმდენად ძლიერი და ზუსტი, შანსიც კი არ ჰქონია ოდისეასს.
იგივენაირად იცოდა მამარდაშვილმაც, თუ უფრო ხშირად როგორ ურტყამს, ესა თუ ის ბერძენი ფეხბურთელი.
ცალკე სწავლობენ ფეხბურთელების ფსიქოტიპებს. ვინ რაზე ღიზიანდება, როგორ შეიძლება წყობიდან გამოიყვანო და აანერვიულო.
იმიტომ, რომ პენალტის დარტყმის დროს, მთავარი სიმშვიდის და მაქსიმალურად ცივი გონების შენარჩუნებაა.
დიბუ მარტინესი იმიტომ კი არ დარბოდა პენალტებში გიჟივით და იმიტომ კი არ გადაუგდო ბურთი ჩუამენის, რომ უბრალოდ ეგეთი უხიაგი ხასიათის კაცია, მეტოქის წონასწორობიდან გამოყვანა იყო მიზანი.
წნეხის გაძლებისთვის, ცალკე უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. თუ რამდენა ხშირად ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში.
გუშინდელ პენალტებში ის იყო ყველაზე კარგი, რომ გარდა ზემოთ რაც მიწერია, იმ “საშინაო დავალების” შესრულებისა, მიუხედავად ამხელა წნეხისა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ პირველად მოგვიწია მსგავს სიტუაციაში ყოფნა, ბერძნებზე მშვიდებიც აღმოვჩნდით და ცივსისხლიანებიც.
და ბოლოს: არგენტინისა და მილანის გადამკიდე, პენალტებში ნერვიულობისა და გულის ხეთქვის მეტი რა მინახავს, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების პენალტების ყურება ყოფილა ძმაო არაადამიანური ჯოჯოხეთი!
იმედია, პირველად და უკანაკნელად გამოვცადე ეგ საშინელება!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved