• რეკლამა
  • კონტაქტი
00:09, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეხბურთი ისაა, ნაცს და ქოცს რომ ერთმანეთს ჩაახუტებს და ერთად სიხარულის ცრემლებს აღვრევინებს” – გრინ ბარეტი

ალია ავტორი - ალია
13:54 03-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:

ემოციებს კი არა და, – ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებ წუხელს მერე.
ყველაფერზე მეტირება.
აფხაზეთის ომის მერე რომ ცრემლი გამიშრა, მშობელს, ბიძაშვილებს, ძმაკაცებს რომ ვერ გავატანე, – თურმე გროვდებოდა და ახლა გადმოედინება ყველა…
და კიდევ ვიღაცას ენა მოუბრუნდევა და იტყვის, რა არის ფეხბურთიო…
ფეხბურთი ისაა, ქალს და კაცს, დიდს და პატარას, მდიდარს და უქონელს, სრულიად უცხო, სხვადასხვა რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის თუ ორიენტაციის ადამიანებს… ბოლოსდაბოლოს ნაცს და ქოცს რომ ერთმანეთს ჩაახუტებს და ერთად სიხარულის ცრემლებს აღვრევინებს.
მაპატიეთ ამ ბოლო, სრულიად მდაბლური და უადგილო შედარებისთვის, მაგრამ უფრო რეალისტური და ყოვლისმომცველი კრიტერიუმი სამწუხაროდ ვერაფერი მოვიფიქრე…
ფეხბურთი აღმაფრენაა!
❤️?
ფეხბურთი ერთობაა!
❤️?
ფეხბურთი სიყვარულია!
❤️?
ფეხბურთი, – რომელიც სიცოცხლეზე მეტია!!!
❤️?
ფეხბურთი საყოველთაო ბედნიერებაა, რომელიც ამდენი ლოდინის შემდეგ ბოლოსდაბოლოს ჩვენს კართანაც მოვიდა და მე, წუხელს მერე, ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებ!!!
ხო, – ვიცი როგორ ელოდი ამ დღეს… აქ ვერ მოესწარი, ბევრზე ბევრ ძალიან მაგარ ქართველთან ერთად, მაგრამ ისიც ვიცი, რომ “იქ” ფეხბურთი ნამდვილად არის და დღეს შენც ბედნიერი ხარ, მამაჩემო!!!
რომ თქვენც ბედნიერები ხართ, მაგარო კაცებო, იქ, დიდ სოფელში და გიხაროდენ, – ეს გამარჯვება თქვენი, ჩვენი, ყველასი, ამიერ და იმიერ საქართველოსია!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved