• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმ ელიტარული კომპლექსის “არქი რივერთაუნის” პრეზენტაცია გამართა

ალია ავტორი - ალია
14:30 03-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

25 მარტს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი “არქი რივერთაუნის” პრეზენტაცია გამართა.

კომპლექსი პრესტიჟულ უბან დიღომი 8-სთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება, სადაც გამორჩეულ და მრავალფუნქციურ გარემოს შექმნის. პრეზენტაციას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებლები ილია წულაია, ზაზა ფაჩულია და მენი ბენიში, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისი ბანკის გერენალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

“არქი რივერთაუნი გამორჩეულად მაღალი ხარისხის, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. გადავწყვიტეთ, კომპლექსში დაბალი განაშენიანება გაგკვეთებინა. გარდა იმისა, რომ არქი რივერთაუნს თავისი დიდი გამწვანებული სივრცე ექნება, სპეციალურად ეკოლოგიურად სუფთა ადგილი შევარჩიეთ, სადაც სრულყოფილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რათა კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ არქელებს” – არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

არქი რივერთაუნის კომპლექსი 5 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსში არქელებს დახვდებათ: 5000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და სპა ცენტრი, სპორტული დარბაზი და მოედანი, ლაუნჯი და დასასვენებელი ზონები. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მასშტაბური კომერციული სივრცე, სადაც კაფეები, სუპერმარკეტები და მაცხოვრებლებისთვის საჭირო სავაჭრო ობიექტები განთავსდება.

“არქი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული პროექტებით და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კვლავ გრძელდება. არქი რივერთაუნში მეტი აქცენტია გაკეთებული ჯანსაღი ცხოვრების სტილზე, ამიტომ დიდი სიხარულით ვუჭერთ მხარს ამ პროექტის განხორციელებას,” – თიბისი ბანკის გერენალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

გარდა იმისა, რომ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი არქი რივერთაუნი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული, საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა ექსტერიერით და ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება.

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, ვაშენებთ ელიტარულ კომპლექსს, სადაც არქელები უბრალოდ კი არ იცხოვრებენ, არამედ დაისვენებენ, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, კიდევ უფრო უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და ერთად ღირებულ მოგონებებს დააგროვებენ,“- არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი რივერთაუნის პრეზენტაციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას ლიუ ჰონგუეი გააცნო, რომელიც კომპანიას სინგაპურიდან მშენებლობისა და ხარისხის მართვის კონსულტანტის პოზიციაზე შემოუერთდა. ლიუს სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. არქის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, ლიუ კი თავისი მრავალწიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით არქიში ხარისხის მიმართულებით თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში მიიღებს მონაწილეობას.

ელიტარული კომპლექსი არქი რივერთაუნი აღმაშენებლის ხეივანთან ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და შექმნის სივრცეს, სადაც არქელები კომფორტულად იცხოვრებენ, განიტვირთებიან, კიდევ უფრო დაახლოვდებიან ერთმანეთთან და ექნებათ შესაძლებლობა დაისვენონ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღონ მაათთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურება.

თეგები: არქელებიარქიარქი რივერთაუნი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved