• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება – არჩილ თალაკვაძე

ალია ავტორი - ალია
20:47 02-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

„ნაციონალურ მოძრაობას” უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია – თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარჯვებთ, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება, მოდით, აიღეთ ის, რაც შეგიძლიათ და იმუშავეთ თქვენს ელექტორატზე. “ლელოს” და რადიკალურ ბანაკს უთხრეს, რომ თქვენი მოვალეობა არის, იმუშაოთ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე, უნდა გახდეთ “ნაციონალურ მოძრაობაზე” უფრო აგრესიულები, მათზე უფრო მატყუარები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა პარტია ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებს; “ლელოს” დავალებაა, იმუშაოს იმ ელექტორატზე, რომელსაც არ მოსწონს “ნაციონალური მოძრაობა” და ახალი პარტიის გამოჩენას ელოდება. გახარიას კი, თალაკვაძის განმარტებით, დავალებული აქვს “ქართული ოცნების” ამომრჩევლებში გაურკვევლობის შეტანა, თუმცა, მას მმართველი გუნდის ლიდერებმა მკაფიო პასუხები გასცეს.

„ლელოს” უთხრეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” უფრო უტიფარი განცხადებები უნდა გააკეთოთ და იმუშაოთ სხვა ოპოზიციურ ელექტორატზე, ვისაც არ მოსწონს “ნაციონალური მოძრაობა” და აქვს იმედი, რომ რაღაც ახალი გემი თუ ვაგონი გამოჩნდება, როგორც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” პრეზენტაციაზე მოვისმინეთ და მაგ ვაგონში როგორმე ჩასხდებიან. არის კიდევ ერთი ძალიან სპეციალური დავალება, სპეციალური ამოცანა, რომელიც აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს – ეს არის “ქართული ოცნების” ელექტორატში რაღაც გაურკვევლობის შეტანა. გახსოვთ, მისი ტაქტიკა თავიდანვე ეს გახლდათ, შემდეგ ძალიან მკაფიო პასუხები გაეცა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან და ისინი აგრძელებენ ამ ტაქტიკას, იმიტომ, რომ სხვაგან უბრალოდ არ ეგულებათ არავითარი შესაძლებლობა, რომ ელექტორატი მოიპოვონ. ამიტომ, მუშაობენ იმ ადამიანებზე, ვისი მოტყუება და დაბნევაც, ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ შეუძლიათ. თუმცა, ეს ვერ მოხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ და ყველას, ვინც ცდილობს, ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში რაღაც ქულები მოიპოვოს, რომ ვერ მოატყუებთ საზოგადოებას. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო საზოგადოების დიდი ნაწილი, შეიძლება დიდი ხნით მოატყუო ვიღაც და საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგრამ, ეს ორივე ვადა გასული გაქვთ თქვენ, ანუ მცირე ნაწილსაც რომ ატყუებდით და დიდ ნაწილსაც, ორივე ვადა გასული გაქვთ, ასე რომ, ვერ მოატყუებთ ვერავის.” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თეგები: არჩილ თალაკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved