• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი” – ფინანსურად დამანგრეველი პირობები – გიორგი კეპულაძე

ალია ავტორი - ალია
13:43 01-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
312

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე:

2018 წლიდან საქართველოში კერძო გამსესხებლებს საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დაუწესეს:
❌ ფიზიკური პირი ფიზიკურ პირს ვერ ასესხებს თანხას უცხოურ ვალუტაში.
❌ თუ ასესხებს ლარში, უზრუნველყოფაში ვერ მიიღებს უძრავ ნივთს. ანუ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ პირებს შორის აიკრძალა
❌ ის ვინც 20-ზე მეტ პირზე გაასესხებს თანხას, უნდა დარეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად
❌ ასევე განისაზღვრა ყველა ტიპის სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიური 50%-ის ოდენობით
თუმცა შემდეგ მოხდა ის, რაც ხშირად ხდება. რეგულაციებმა ვერ იმუშავა და კერძო გამსესხებლებმა იპოვეს გამოსავალი. ისინი იპოთეკის ნაცვლად აფორმებენ „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებებს, რაც ნიშნავს, რომ მსესხებელი სესხის სანაცვლოდ ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს და ხელს აწერს ისეთ პირობებზე, რომელიც მისთვის შეიძლება ფინანსურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ფოტოზე წერილია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს, იურისტ დავით კლდიაშვილს ნოტარიუსთა პალატიდან მისი განცხადების საპასუხოდ მიწერეს.
❗2016 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში დამოწმებულია 1465 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
❗2018 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლის 01 მარტამდე პერიოდში დამოწმებულია 11 132 ერთეული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
ანუ ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების აკრძალვიდან შემდგომ 2.5 წელში, წინა 2.5 წელთან შედარებით თითქმის 8-ჯერ გაიზარდა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებების რაოდენობა. ⭕1465 vs 11132.
გამოსავალი მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებაში არ არის. გამოსავალია სიღარიბის სწრაფ დაძლევაში და ადამიანების ინფორმირებაში, რომ არ დათანხმდნენ ისეთ პირობებს, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ შეასრულებენ
David Kldiashvili
შეიძლება იყოს text გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved